მიტოვებული ვეფხვის, ლომის ბოკვერების და აფთრის "საძმო" 26 აპრილი 2013, 17:51:48
AUTO PLAY
როდესაც 5 პირმშო დედებმა მიატოვეს, მათი გადარჩენის შანსი მცირე იყო, თუმცა ამჟამად სამი ლომის ბოკვერი, ერთი ვეფხვი და აფთარი მხიარულად ატარებენ დროს ერთ ოჯახად, სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ რუსტენბურგში მდებარე Akwaaba Lodge-ის სასტუმროს ზოოპარკში. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელი ლელია კაჯე პატარებს დაბადებიდან ზრდის. "ცხოველები აქ დაიბადნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი დედებმა უარყვეს, მათზე მზრუნველობა მე დავიწყე. ველურ ბუნებაში, დედის გარეშე მათი გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო. ამიტომ სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ისინი აქ ერთად იზრდებიან". 5 თვის ვეფხვი, სახელად ბელა, "საძმოს" ლიდერია. ასევე 5 თვის ლომის ბოკვერები დელანო, რომეო და მაქსიმუსი უფრო მოკრძალებულები არიან. ყველაზე უფროსი, 6 თვის აფთარი მილიკა ძალიან მავნეა.
4
|
|