მამაკაცი, რომელიც "ზედმეტად სიმპათიურობის" გამო ქვეყნიდან გააძევეს 26 აპრილი 2013, 17:37:32
AUTO PLAY
ალბათ, გახსოვთ ვიდეო ჩვენს საიტზე, რომელიც იმ სამი მამაკაცის შესახებ მოგითხრობდათ, რომლებიც "ზედმეტად სიმპათიურობის" გამო საუდის არაბეთიდან გააძევეს. დასავლელმა ჟურნალისტებმა ერთ-ერთი მათგანი იპოვეს და ახლა გვეძლევა იმის საშუალება, ვიხილოთ, რამდენად "სამართლიანი" იყო ახალგაზრდებისადმი გამოტანილი განაჩენი. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ომარ ბორკან ალ გალაა - მოდის ფოტოგრაფი და მსახიობი დუბაიდან. მას ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია, იყო თუ არა სამ გამოძევებულ მამაკაცში, მაგრამ გამოცემა Jezebel ირწმუნება, რომ ომარი ერთ-ერთი მათგანია. შეგახსენებთ, რომ მამაკაცები, რომლებიც ერ-რიადში კულტურული მემკვიდრეობის ფესტივალს ესწრებოდნენ, შარიათის გვარდიის წევრებმა "ზედმეტად მომხიბვლელებად" მიიჩნიეს და იმის შიშით, რომ დღესასწაულის მონაწილე ქალებს მამაკაცები არ შეყვარებოდათ, ქვეყნიდან დეპორტით გაისტუმრეს.
2
|
|