ჯვარის მონასტერი, ლეგენდა 24 აპრილი 2013, 23:34:55
AUTO PLAY
|
1099.00
k
1499.00
k
|
ეს ჩანაწერი 1982 წელს არის ჩაწერილი კასეტაზე
ცოტახნის წინ დისკზე გადავაწერინე სტუდიაში
სურათები და მუსიკა მერეა დამატებული
მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:
მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი
და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.
მე ისე ლექსს რა გამაბედვინებს,
გულში თუ ტრფობის ქარი არა ქრის.
მიწა სჭამს ყველა ჯალალედინებს,
მიწა კვლავ ბრწყინავს თბილის-ქალაქის.
და დილით, მზე რომ გააღებს ცისკარს,
ერთ სხივს ჩემსკენაც გამოაგზავნის,
მე მზის სხივის და თბილისის ხნის ვარ,
მეც გაჩენილი ვარ გორგასალის.
მეც არ ვუჯერებ ზღაპრად მოთხრობილს,
მაგრამ ეს ლექსი არის ნამდვილი:
მე დაჭრილი ვარ, როგორც ხოხობი
და თბილისში ვარ ჩამოვარდნილი.