რამზან კადიროვი ურჩ მინისტრებს რინგზე "სჯის" 23 აპრილი 2013, 12:54:38
AUTO PLAY
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ქვეშევრდომების დასჯის ახალი მეთოდი მოიფიქრა - რინგზე საჩვენებელი ცემა. პირველად ეს მეთოდი საკუთარ თავზე ჩეჩნეთის ფიზკულტურისა და სპორტის მინისტრმა სალამბეკ ისმაილოვმა იწვნია. ახლახან კადიროვი სამინისტროს სტუმრობდა და იგი შენობის იერსახემ აღაშფოთა. ურჩი მინისტრის დასასჯელად კი ის რინგზე გამოიწვია. "დუელის" ამსახველი ფოტოები კადიროვმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ჩვენი დიალოგის მსვლელობისას (იგულისხმება სპარინგი), მოკრძალებულად მუშტით მარცხნივ და მარჯვნივ განვუმარტე, რომ თავით მუშაობაა საჭირო. საკუთარი შეცდომების გამოსწორება მინისტრმა დღეს საღამოსვე დაიწყო", - უყვება მკითხველს კმაყოფილი კადიროვი. კადიროვი კრივის ოსტატია და ჩეჩნეთში კრივის ფედერაციას ხელმძღვანელობს. ვიდეოდან, რომელსაც ახლა იხილავთ, ნათელია, რომ რესპუბლიკის მეთაურის მუშტს, მხოლოდ მტერს თუ უსურვებ.
0
|
|