"დავითაშვილს დავურეკე და ვეჩხუბე" - ბიძინა ივანიშვილი 22 აპრილი 2013, 20:25:28
AUTO PLAY
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კობა დავითაშვილს დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო "ეჩხუბა". როგორც ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, დავითაშვილს ტელეფონით ესაუბრა. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ, თუ დეპუტატს კოალიციაში დარჩენა სურს, გუნდს ანგარიში უნდა გაუწიოს. სერგეენკოსა და კობა დავითაშვილს შორის ურთიერთბრალდებები გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი კერძო სადაზღვევო კომპანიებს ლობირებს და ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა არ მიმდინარეობს. კობა დავითაშვილის ბრალდებას დავით სერგეენკომაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დავითაშვილმა თავისი არგუმენტები დოკუმენტების საფუძველზე უნდა წარმოადგინოს ან საჯაროდ ბოდიში მოიხადოს, თუმცა დეპუტატი მინისტრისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
0
|
|