სკანდალური ქართველი მამაკაცები 16 აპრილი 2013, 16:34:57
AUTO PLAY
ახალგაზრდა მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც საკუთარი სახელი ლალი მოროშკინას დაუკავშირა. ქართული ბესტსელერების ავტორმა და ლაშა ჯუხარაშვილმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, თუმცა ფილმის გამოსვლამდე ერთობლივი წიგნის დაწერა და მისთვის ხმაურიანი რეკლამის გაკეთება მოასწრეს. თავად ჯუხარაშვილი თავს სკანდალურ პერსონად არ მიიჩნევს და ეს სტატუსი აღიზიანებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, მისი დებიუტი სკანდალით შედგა. განსხვავებული იმიჯის მქონე მარკუს მეტრეველმა ქართული საზოგადოების ყურადღება გამოჩენისთანავე მარტივად მიიპყრო. არაქართული გარეგნობისა და ჩაცმის სტილის გამო მასზე ისედაც ჭორაობდნენ, მაგრამ მარკუსის ჩახლართული პირადი ცხოვრების გასაჯაროებამ მომღერალის პოპულარობა დიდი დოზით გაზარდა.
1
|
|