"თუ ქრისტიანი არ ხარ, მაშინ შუბლს გაგიხვრიტავო" 15 აპრილი 2013, 20:39:13
AUTO PLAY
ციხისძირში მცხოვრები ლევან მესხიძე გუშინ, გვიან ღამით სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მუქარას იხსენებს - ლევან მესხიძე მეუღლესთან ერთად მანქანით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და გაჩხრიკეს. როგორც მესხიძე იხსენებს, სამხედროებს აინტერესებდათ, მას და მის მეუღლეს ჯვარი თუ ჰქონდათ. მესხიძის თქმით, სამხედროები დაემუქრნენ, რომ თუ ქრისტიანი არ იყო, მაშინ შუბლს გაუხვრეტდნენ. ინციდენტის შესახებ სოფელ ციხისძირის მოსახლეობაც საუბრობს, რომლებმაც გვიან ღამით სამი გასროლის ხმა გაიგეს. როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის, ამირან დოლიძის დედა მარინა დოლიძე ამბობს, სამი სამხედრო ფორმიანი პირი მისმა შვილმა ციხისძირში მცხოვრებ გაბაიძეების ოჯახში მიაცილა, სადაც სუფრა იყო გაშლილი. ალკოჰოლის დალევის შემდეგ სამხედროები ოჯახიდან წავიდნენ. მათ თან გაჰყვა ამირან დოლიძე, რომელიც გზაში ცემეს.
0
|
|