კონკურსანტმა ინტიმური ადგილები ჟიურის წევრების სახეებით "დაიფარა" 15 აპრილი 2013, 18:51:56
AUTO PLAY
Britain's Got Talent-ის ჟიურის არაერთი უცნაური კონკურსანტი უნახავს სახალისო და უჩვეულო ნომრით. მათ შორის 26 წლის აარონ ჯონსია, რომლის სასცენო იმიჯი მერლინ მონროს სტილს ჰგავს და ფსევდონიმად Vicki Vivacious აქვს არჩეული. ახალგაზრდა მამაკაცმა არაერთხელ სცადა ბრიტანული ჟიურის მოხიბვლა. ამჯერად მაყურებლის წინაშე სტრიპტიზით და "ჩაცმულობის" განსაკუთრებული სტილით წარსდგა: თითქმის შიშველ აარონს ინტიმური ადგილები ჟიურის წევრი მამაკაცების ფოტოებით ჰქონდა დაფარული. Vicki Vivacious-ის მცდელობამ კვლავ უშედეგოდ ჩაიარა - ჟიურის წევრებმა მომდევნო ტურში არ გადაიყვანეს.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|