მამაკაცი მესამე სართულზე აძვრა, რათა ბავშვი ხანძრისგან გადაერჩინა 14 აპრილი 2013, 12:54:41
AUTO PLAY
ჩინეთში, სუციანის პროვინციაში მამაკაცი შენობის მესამე სართულზე აძვრა, რათა ხანძრისგან პატარა ბავშვი ეხსნა. გმირმა "სპაიდერმენმა", რომელიც ხანძრის დროს ქუჩაში იმყოფებოდა, ერთ-ერთ სახლში კვამლი დაინახა და პატარა გოგონას კივილი გაიგონა. მან რამდენიმე წუთში მოახერხა სახლის აივანზე ასვლა და ბავშვის გადარჩენა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გოგონა სახლში იყო ჩაკეტილი, რადგან მშობლები სამსახურში იმყოფებოდნენ.
0
|
|