სტომატოლოგმა პაციენტი უკბილოდ დატოვა 13 აპრილი 2013, 17:45:24
AUTO PLAY
ინდიანაპოლისში, კბილის ექიმთან მისულ მამაკაცს, პროცედურის დასრულების შემდეგ უსიამოვნო ამბავი ელოდა. აუტისტი ახალგაზრდა, რომელსაც 3 კბილის ამოღება სურდა, უკბილო დარჩა. დაზარალებული კრისტოფერ კრისტის ოჯახის განცხადებით, ექიმმა პაციენტს გამაყუჩებელი აბები დაალევინა და თვითნებურად ამოუღო ყველა კბილი. ისინი დანტისტის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებენ. მას შემდეგ, რაც 21 წლის კრისტოფერის შესახებ ეთერში რეპორტაჟი გავიდა, ტელევიზიას 12 ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ იმავე ექიმის მსხვერპლნი არიან. არავინ იცის რატომ გადაწყვიტა სტომატოლოგმა სამის ნაცვლად 32 კბილის ამოღება - კლინიკა, რომელშიც მან პაციენტები დააზარალა, უკვე დაკეტილია.
1
|
|