ენაბორძიკი მომღერლის ემოციურ შესრულებას ჟიური ფეხზე წამომდგარი უსმენდა 9 აპრილი 2013, 13:40:30
AUTO PLAY
ავსტრალიური Voice-ის მეორე სეზონში ბრმა ქასთინგზე ჟიურის წინაშე 18 წლის ჰარისონ კრეიგი წარსდგა. კონკურსანტის არაჩვეულებრივმა ხმამ და შესრულებამ ჟიურის წევრები პირველივე წამებიდან მოხიბლა და სიმღერის დასრულებამდე ოთხივე მათგანი შემოუბრუნდა ჰარისონს. სიმღერის დასრულების შემდეგ, ჟიური და მსმენელი კიდევ ერთი საოცრების მოწმე გახდა - როცა ჰარისონ კრეიგმა საუბარი დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მას ლაპარაკი უჭირს და ენაბორძიკობს, თუმცა სიმღერა არაჩვეულებრივად გამოსდის. "ეს საოცრებაა, როცა მღერი, იმდენად ბუნებრივი და თავდაჯერებული ხარ, ეს ნამდვილი ღვთის საჩუქარია" - უთხრა ჰარისონს მომღერალმა სილმა.
1
|
|