რამდენიმე საათის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა ინციდენტი, სადაც ყველა დოკუმენტისა და კანონის სრული დაცვით თურქეთში ოფიციალური შვებულებით (პირადი საქმიანობიდან გამომდინარე) გასამგზავრებლად მიმართა ჩემმა მეგობარმა, ძველი თბილისის გამგებლის მოადგილემ Iva chkonia-მ, იგივე თხოვნით მან აეროპორტს მიმართა 1 კვირის წინ, სადაც აუხსნეს რომ ფინანსური პოლიციის მითითებით ვერ დატოვებდა საზღვარს. გამოძიებასთან ითანამშრომლა ივამ და როცა არც ბრალი წაუყენებით და არც სხვა სამართლებრივი აქტი არსებობს, რომელიც ხელს შეუშლიდა მას კონსტიტუციურ უფლებაში (თავისუფლად გადაადგილების უფლება) დღეს მიმართა აეროპორტს სადაც განუმარტეს, რომ ფინანსური პოლიციის მიერ გადაცემული სიით (არაოფიციალური სია) ,,დაბლოკილი'' იყო მისი საზღვრიდან გადასვლის უფლება. ჩვენ და მისმა ადვოკატმა მოვითხოვეთ დაუყონებლივ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა ამაოდ, შსს წარმომადგენლების განმარტებით ივა ჭყონია თუ არ დაურეკავდა ფინანსური პოლიციის გამომძიებლებს მას ვერ გაუშვებდნენ საზღვარზე...
ჩემო მეგობრებო ეს ფაქტი უკვე უდავოდ წარმოადგენს პოლიტიკური ზეწოლის ნათელ დადასტურებას, მიუხედავად იმისა, რომ დაუფარავად ვიღებდით ტელეფონით საუბარს შსს წარმომადგენლები არ ერიდებოდნენ არგუმენტად ფინანსური პოლიციიდან უკანონოდ ,,დაბლოკვის'' ფაქტს.
მოვითხოვთ, რომ ეს ფაქტი გახდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და დამნაშავეების დასჯის საფუძველი, მოვითხოვთ, რომ მოხდეს გამოძიების დროულად დაწყება და ნებისმიერი პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტა...