BMW-ს "შურისძიება" Audi-ზე 1 აპრილი 2013, 17:30:18
AUTO PLAY
ორ გერმანულ ავტოკონცერნს შორის არსებულ სარეკლამო დაპირისპირებაში საქართველოც ჩაება. კერძოდ, ავტომოყვარულთა საიტზე autoevolution.com გამოქვეყნდა ვიდეო, საქართველოს BMW-ს კლუბის წევრების მონაწილეობით. "პეინთბოლის იარაღებით აღჭურვილმა BMW-ს მოყვარულებმა Audi-ს კლუბის შეკრებაზე ამ ბრენდის მოყვარულებს აჩვენეს - ვინ არის ბოსი" - აღნიშნულია საიტზე ვიდეოს აღწერილობაში. "მტრის" მანქანების წინ გაჩერებული რამდენიმე BMW-დან (მათ შორისაა: E46s, E39s, E36s, E38) მძღოლები და მგზავრები გადმოდიან და მწკრივში ჩაყენებულ "აუდის" მანქანებს ფერადი საღებავის ტყვიებს უშენენ. "ახლა ჯერი შენზეა, "აუდი" - გამოწვევას უგზავნის ვიდეოს ბოლოს BMW ცნობილ კონკურენტს.
2
|
|