"ჩვენ გვეზარება და მეტი არაფერი" 29 მარტი 2013, 15:34:02
AUTO PLAY
სიტუაცია, როდესაც ხალხი საკუთარ წარუმატებლობას რომელიმე ხელისუფლებას არ აბრალებს, საქართველოში ნამდვილი იშვიათობაა. კახეთში თუ ასეთ გასაოცარ თვითკრიტიკას მოვისმენდით, ნამდვილად არ გვეგონა, თუმცა ის ორი პროცესი, რაც ამ რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობს, გაოცებას უდავოდ იწვევს. წნორში ადგილობრივებმა უსახსრობის მიზეზით ჰექტრობით სახნავი მიწა ინდოელებს მიჰყიდეს. გურჯაანში, თელავსა და ყვარელში კი სტიქიის შემდგომი კომპენსაციით მიღებული თანხები მეურნეობის განვითარების ნაცვლად, ხშირად ავტომობილების შეძენას და პირადი კომფორტის მოწყობას ხმარდება. რა შედეგამდე მიიყვანთ მიწების გასხვისების პროცესი - წნორელებს ამაზე საუბარი უჭირთ, თუმცა დანაშაულად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ გურჯაანში, თელავსა და ყვარელში მიწების დამუშავებისთვის ფულს ვერ იმეტებენ.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|