ცოლმა ქმრის მიერ გაუპატიურებული შვილები დახოცა 27 მარტი 2013, 13:24:52
AUTO PLAY
ქალბატონმა, რომელიც პედოფილის - საკუთარი ქმრის მკაცრად დასჯის მოთხოვნით რუსეთში 1 წლის განმავლობაში აქციებს მართავდა, სამართალს ვერ მიაღწია. 24 წლის ტამარა კ.-მ, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მსაჯულებმა მის მეუღლეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს, მცირეწლოვანი ქალ-ვაჟი დახოცა და თვითმკვლელობა სცადა. ქალმა შვილები ბალიშით გაგუდა, თავად კი ჰაერით სავსე შპრიცი ვენაში გაიკეთა. ექიმებმა ქალბატონის გადარჩენა შეძლეს. ტამარა ირწმუნებოდა, რომ მისმა მეორე ქმარმა ბავშვები გააუპატიურა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სასამართლომ ის გაამართლა.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|