უბედური შემთხვევა მახინჯაურში 22 მარტი 2013, 17:45:05
AUTO PLAY
მახინჯაურში, რკინიგზის სადგურში 21 მარტს, ღამის საათებში უბედური შემთხვევა მოხდა. სატვირთო მატარებელი 2 მოქალაქეს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 21 წლის გეგა ხვედელიძე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც რკინიგზის სადგურის მორიგემ არჩილ მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სატვირთო მატარებელი დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მოკვლევას აწარმოებენ. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია, თუმცა მძიმე ტრავმების გამო იგი ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
0
|
140.00
k
225.00
k
|