პრემიერი სამებაში 08/02/2013 8 თებერვალი 2013, 19:06:13
AUTO PLAY
ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. უწინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პრემიერ--მინისტრი და მთავრობის წევრები დალოცა. პარაკლისის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს დავით აღმაშენებლის ხსენების დღე მიულოცა. მან ჟურნალისტების შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს უმრავლესობის გადაწყვეტილებას. "მიშა არ წავიდა პარლამენტში, სამაგიეროდ წავიდა ბიბლიოთეკაში, მაგრამ საკითხავად არა. მიშა მკითხველი არ არის, არც მწერალია. მიშა -- მეტყველია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა .
0
|
|