კარლეს პუიოლის ღირსეული საქციელი "ელ კლასიკოს" დროს 1 თებერვალი 2013, 18:24:54
AUTO PLAY
"ბარსელონას" კაპიტანი კარლეს პუიოლი ყოველთვის იცავს "ფეარ პლეის" პრინციპებს და თანაგუნდელებსაც ამისკენ მოუწოდებს. ასე იყო 30 იანვრის "ელ კლასიკოს" დროსაც. იმ ეპიზოდში, როცა ჟერარდ პიკემ კრიშტიანო რონალდოს სახიფათო ეპიზოდი გააუვნებელყო, ტრიბუნიდან "რეალის" ფანებმა სანთებელა ისროლეს. პიკემ სანთებელა აიღო და მსაჯისთვის საჩვენებლად მიდიოდა, როცა კაპიტანმა ხელი შეუშალა, გამოართვა სანთებელა და იქვე, მოედნის მიღმა გადააგდო.
0
|
|