ქეთრინ ზეტა ჯონსმა ფილმ "ზოროს" გადაღებებზე ცხენი აღაგზნო 1 თებერვალი 2013, 18:16:16
AUTO PLAY
ჰოლივუდის მსახიობი ქეთრინ ზეტა ჯონსი 43 წლის ასაკშიც ისეთივე ლამაზი და ეშხიანია, როგორც კარიერის დასაწყისში. ქეთრინი ჯეი ლენოს შოუს, Tonight Show with Jay Leno-ს სტუმრობდა. ვარსკვლავმა არჩევანი შავ კაბაზე შეაჩერა და არც შემცდარა - უდავოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ჯეი ლენომ ქეთრინს ლეგენდარულ მსახიობზე, სერ ენტონი ჰოპკინსზე ჰკითხა, რომელთან ერთადაც ზეტა ჯონსმა ფილმ The Mask of Zorro-ში ითამაშა. ქეთრინმა თანამემამულე მსახიობი თბილი სიტყვებით მოიხსენია და აღნიშნა, რომ მასთან ერთად ერთ ფილმში თამაში მის ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება იყო. ამასთან, ოსკაროსანმა მსახიობმა სასაცილო ისტორიაც გაიხსენა, რომელიც მას ფილმის გადაღებისას შეემთხვა. "იმ სცენის გადაღებები მიმდინარეობდა, სადაც თავლაში ჩემი და ჰოპკინსის გმირები ერთმანეთს ხვდებიან. ცხენს ვვარცხნიდი, ენტონი მე მიყურებდა და შევამჩნიე, რომ უცებ თვალები გაუფართოვდა. მე ჩვეულებრივად განვაგრძე ცხენის დავარცხნა. ამ დროს რეჟისორმა გააჩერა გადაღება და ყველას სიცილი აუტყდა. თურმე ცხენი აღგზნებულა, როცა მე მას ვვარცხნიდი. რადგან მე ვერ მივხვდი, რა მოხდა, მიმითითეს, რომ ქვემოთ ჩამეხედა..." - იხსენებს მსახიობი.
7
|
|