მესიმ რეკორდული მეოთხე "ოქროს ბურთი" მოიპოვა 23 იანვარი 2013, 01:50:05
AUTO PLAY
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელი ლიონელ მესი რეკორდსმენი გახდა და საფეხბურთო სამყაროს ისტორიაში პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უკვე ზედიზედ მეოთხედ დაიმსახურა „ოქროს ბურთი.“ ამგვარად, არგენტინელი ფეხბურთელი FIFA-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი წელსაც გახდა. ლიონელ მესის ფეხბურთელებისთვის სანუკვარი ტიტულის მოპოვებაში კონკურენციას უწევდნენ მისი თანაგუნდელი ანდრეს ინიესტა და „რეალის“ პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. „ოქროს ბურთი“ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ციურიხში, გუშინ, გამართულ გალა-ცერემონიაზე 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა იტალიელმა ფაბიო კანავარომ გადასცა.
0
|
|