კადრები, სადაც ძიძა ორი წლის გოგონას სასტიკად ექცევა 21 იანვარი 2013, 19:14:59
AUTO PLAY
რუსეთის ქალაქ ზარეჩნში პოლიციას ხელში ჩაუვარდა პატარა გოგონას ჩაგვრის ამსახველი კადრები. დაზარალებული გოგონას მშობლებისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ მათი შვილის გამზრდელი ძიძა- ლარისა ჟულიცკაია პატარა გოგონას სადისტურად ექცეოდა - სასტიკად სცემდა, ჩაგრავდა, უყვიროდა, ბავშვი საათობით ჰყავდა ჩაკეტილი სამზარეულოში, თვითონ კი მთელი დღის განმავლობაში ტელევიზორთან დივანზე ნებივრობდა. მისი სადიზმისა და სასტიკი მოპყრობის დამადასტურებელი კადრები ფარულმა კამერამ დააფიქსირა, რომელიც გოგონას მშობლებმა სახლში მას მერე დაამონტაჟეს, რაც პატარას უჩვეულო ქცევები და აგრესის ნიშნები შეამჩნიეს.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|