დიდთოვლობა ყაზბეგში 8 იანვარი 2013, 14:24:24
AUTO PLAY
გუდაური კობის მონაკვეთზე მოძრაობა ამ დროისთვის კვლავ აკრძალულია. უკვე მეორე დრეა სტეფანწმინდაში შეუჩერებლად თოვს. თოვლის საფარმა სოფელ კობში ერთ მეტრს გადააჭარბა. ამას თან ერთვის ქარბუქი, დიდია ზვავის ჩამოწოლის საშიშროებაც. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცახდებენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია არაგვისპირიდან ფასანაურამდე და სტეფანწმინდიდან ლარსამდე მონაკვეთებზე. ადგილზე ვითარების გასარკვევად დილიდან გაემგზავრა ჩვენი გადამღები ჯგუფი. თამარ მამუკაშვილი მოგვიყვება, რა ვითარებაა მთაში - ჩვენ ახლა მას პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. თამარ, რა ადგილამდე მოახერხეთ ასვლა.
4
|
1099.00
k
1499.00
k
|