გაფიცვა რუსთავი-2-ში 13 დეკემბერი 2012, 18:16:39
AUTO PLAY
ტელეკომპანია „რუსთავი 2" დუმილს არ არღვევს - რამდენიმესაათიან გაფიცვასთან დაკავშირებით არც არხის ხელმძღვანელობა საუბრობს და არც ის ჟურნალისტები აკეთებენ კომენტარს, რომლებიც კოლეგებისგან განსხვავებით გადაღებებზე დადიან. ინფორმაცია „რუსთავი 2-ის" თანამშრომლების გაფიცვის შესახებ დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ. ტელეკომპანიის ჟურნალისტები დილიდან არცერთ დაანონსებულ პრესკონფერენციაზე არ გამოჩენილან. დღის გამოშვებები კი 9 საათიანი კურიერის წამყვანს მიყავდა.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|