ბედუკაძის ახალი კადრები 11 დეკემბერი 2012, 18:14:32
AUTO PLAY
გლდანის N8 დაწესებულებაში ფარული მიყურადების სისტემის მონტაჟს, დღეს მოქმედი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ავთო შანთიძე ხელმძღვანელობდა - ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" წარმომადგენელმა ელისო კილაძემ გააკეთა. კილაძემ ჟურნალისტებს "ციხის კადრების" ერთ-ერთი გამავრცელებლის, ვლადიმერ ბედუკაძის მიერ მოპოვებული მორიგი სკანდალური ვიდეო მასალა გააცნო და აღნიშნა, რომ მიყურადება გლდანის ციხეში დღემდე გრძელდება. კილაძის განცხადებით ოთახი, რომლის მეშვეობითაც ყველას მოსმენა ხდება, ე.წ. „ფარული მიყურადების ოთახი" დღესაც ფუნქციონირებს გლდანის N8 დაწესებულებაში და ამ საქმეს გიორგი გვენეტაძე ხელმძღვანელობს. კილაძე ციხეებში მონიტორინგის ჩატარებას მოითხოვს.
3
|
|