რამ აალაპარაკა ქართულად რუსი ნათელმხილველი - გამაოგნებელი ეპიზოდი 10 დეკემბერი 2012, 01:58:54
AUTO PLAY
რუსეთში "ექსტრასენსთა ბრძოლის" მე-13 სეზონი მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე კვირაა ოთხი ძლიერი ექსტრასენსიდან, სამი მათგანი უნდა გავიდეს ფინალში, თუმცა ჟიურის არჩევა უჭირს. ყოველ კვირა ექსტრასენსებს სხვადასხვა რთულ დავალებას აძლევენ, თუმცა საუკეთესოს გამოვლენა ჯერ ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი ასეთი დავალება ცნობილ რუს პოეტს ვლადიმერ მაიაკოვსკის ეხებოდა. ექსტრასენსები თვალახვეული მიიყვანეს იმ ოთახში, სადაც მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა. მათი დავალება იყო გაეგოთ თუ სად იმყოფებოდნენ და რა მოხდა ამ ოთახში. ერთ-ერთმა ექსტრასენსმა ელენა გალუნოვამ დავალების შესრულებისას ყველას გაოცება მოახერხა, როდესაც გაურკვეველ ენაზე სამი სიტყვა წარმოთქვა. თავიდან ვერც ე.წ სკეპტიკოსები და ვერც დამკვირვებელი ვერ მიხვდნენ, რას ამბობდა ელენა. მან სიტყვები რამდენჯერმე გაიმეორა და საბოლოოდ დამკვირვებელმა იცნო გაურკვეველი ენა - ქართული. ამის შემდეგ ექსტრასენსმა კვანძის გახსნა ადვილად მოახერხა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|