50-ლარიანი ჯარიმა და მოწმე პოლიციელი 12 სექტემბერი 2012, 14:01:24
AUTO PLAY
საჩხერის რაიონის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები 50 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი ის გახდა, რომ ახალგაზრდებმა გზის სავალ ნაწილზე კოალიციის საარჩევნო რიცხვი 41 დაწერეს. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზაზა ნადირაძე ადგილზე პოლიციის მანქანით მივიდა და დაჯარიმებისას მოწმედაც პოლიციელი მოიყვანა მაშინ, როდესაც იმავე ადგილას 20-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. „ქართული ოცნების" ადვოკატის მალხაზ ქავთარაძის განცხადებით, გზის სავალ ნაწილზე საარჩევნო ციფრის დაწერა კანონდარღვევას არ წარმოადგენს და არც ჯარიმას ითვალისწინებს.
1
|
|