ბაბუ, ბაბუ, რისი ხეა ეს , რომ რგავ? ---წაბლია, ბაბუ, წაბლი. შენთან ერთად გაიზრდება ეს ხე ბაბუ და გაგახსენდები, იტყვი: ბაბუამ დარგო ეს ხე. --ბაბუ წაბლი რომელია? ---ზღარბი ხომ იცი, ბაბუ , აი ისეთია გარედან, შიგ კი გემრიელი ნაყოფი აქვს. --- გიყვარს ბაბუ წაბლი? კი ბაბუ მიყვარს, მაგრამ მე ამ წაბლის გაზრდას ვერ მოვესწრები. აი შენ კი გემრიელად მიირთმევ. ---რატომ რგავ, ბაბუ მაშ...
სოფლის განაპირა ეზო, გადაშლილი მწვანე საფარით, ვაზის ტოტებით დაფარული ხის ბოძები, რომლებიც სიბერისგან ნახევრად მორყეულა, მაგრამ მაინც ცდილობენ არ შეეპუონ დროს, თავის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ, იცავენ ვაზის ტოტებს მიწაზე დაცემისგან. მინდორში ველური, თვალწარმტაცი, ფერადი ყვავილები, ესაოდა აქ ჩვენი ადგილი არის სხვას რა ესაქმებაო, წაუღერებიათ ყელი და ეფიცხებიან მცხუნვარე მზეს, ტყ...
ჩამოვედი იმ იმედით, ცხოვრებას მოვიწყობ და მალე წავალ სახლში-მეთქი, ოცდათვრამეტი წლის ვიყავი, ხვალ სამოცი წელი მისრულდება და მხოლოდ ერთხელ მოვახერხე ამ ხნის მანძილზე, სახლში წასვლა, ვიფიქრე დავრჩები, მეყო რაც ვიშრომე, ვიწამე-მეთქი და რად გინდა, რამდენიმე თვეში ისევ უკან დავბრუნდი, დავბრუნდი ხო! იმიტომ რომ წამლის ფულიც კი არ მოქნდა მეყიდა, შევაჩერდი შვილებს ხელებში, რომელ...
|
|