დილით ნისლები დაწურეს,
აგვიკანკალდა მუხლები,
მაღლა მთის წვერებს შემორჩა
სითეთრე მთლად ხელ უხლები.
აღარც კოცონმა გვიშველა,
არც შეშა იყო სამყოფი,
ღამით კურატი გვიტევდა,
არც გზაზე გვყვავდა გამყოლი.
ერთურთს ბურუსმა გაგვყარა,
ჩვენგანღა დარჩა ლაქები,
კვნესა თოფივით გავარდა,
შეშინებული ქალების.
შუადღით გამოიდარა,
სიყვითლე ცაზე აბურთდა,
საბან...
|
|