x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134937
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509336
ჩინელმა მილიონერმა ქალმა იყიდა ევროპაში უდიდესი ბორდელი, ახლა გერმანელები იძიებენ თუ რა იმალება ამ შენაძენის უკან

image
როგორც " Bild"-ი წერს ჩუნურმა მაფიამ შეიძინა ევროპაში უდიდესი ბორდელი "პაშა" კიოლნში. აღნიშნული ბორდელი უზარმაზარი მოცულობისაა. აქ ცალკეა ერთი სართული გამოყოფილი ტრანსსექსუალებისათვის.
ბორდელს გააჩნია ღამის კლუბი სტრიპტიზით, ასევე გააჩნია კომფორტული სასტუმრო.
დაწესებულებაში უშვებენ მხოლოდ 18 წელს ზემოთ ასაკის მამაკაცებს, შესვლა ფასიანია და 5 ევრო ღირს. დანარჩენ ფულს მიმსვლელები ხარჯავენ უკვე სხვადასხვა სახის მომსახურებაში, იქნება ეს ღამის კლუბით სარგებლობა სტრიპტიზის ყურებით თუ სექს-მუშაკის მომსახურებით. სექს-მუშაკის მომსახურება საშუალოდ 50 ევროა საათში. დაწესებულებას საშუალოდ დღეში 1000 კლიენტის მიღება შეუძლია. დაწესებულებაში ცალკე ბლოკია გამოყოფილი, სადაც მუდმივად იმყოფება რამდენიმე ექიმი და მედდა, რომლებიც ზრუნავენ მომსახურე პერსონალზე და სექს-მუშაკების ჯანმრთელობაზე.
ვერცერთი კლიენტი ვერ ისარგებლებს სექს მომსახურებით დამცავი საშუალების (პრეზერვატივი) გარეშე.
კლუბი 3 წლის წინ შეიძინა 46 წლის ჩინელმა მილიონერმა ქალმა 11 მილიონ ევროდ და ეს მაშინ როცა აღნიშნული ობიექტის გაყიდვის მცდელობა ადრე იყო სულ 6 მილიონ ევროდ.

დღეისათვის გერმანიის პოლიცია და სპეცსამსახურები აწარმოებენ გამოძიებას, თუ ვინ დგას რეალურად დაწესებულების მყიდველის უკან, რადგან პოლიციასა და სპეცსამსახურებში ფიქრობენ, რომ დაწესებულება შეიძინა ჩინურმა მაფიამ, რომელიც ამ დაწესებულებით ფიქრობს ფულის გათეთრებას ან სულაც მომსვლელი კლიენტების მაკომპრომეტირებელი ვიდეოების ჩაწერით და მათთვის ცუდ სიტუაციაში ჩაყენებით მათ გადაბირებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სასარგებლო ინფორმაციის მისაწოდებლად.
ასეა თუ ისეა, აშკარად რაღაც მიზეზი ჰქონდა გერმანულ პოლიციას და სპეცსამსახურს 3 წლის შემდეგ, რომ დაიწყეს გამოძიება აღნიშნულ ობიექტზე.

imageimage

+16



0
215
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
215