x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134352
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
"უსამართლო სამართალი'' თუ უბრალოდ, "ამერიკული სამართალი'' ანუ ბრენდონ ლის ტრაგიკული ამბავი

2021 წელს, მსახიობ ალეკ ბოლდუინს, კინემატოგრაფისტის ჰალინა ჰაჩინსის დახვრეტაში სისხლის სამართლის ბრალდება წარუდგინეს უნებლიე მკვლელობისათვის. ასევე ბრალი წარდგენილ იქნა იარაღებზე პასუხისმგებელი პირის მიმართაც. თუმცა, 90-იან წლებში მომხდარი, მსგავსი შემთხვევის დროს, კერძოდ კი, ბრუს ლის უნიჭიერესი, დამწყები მსახიობი, ვაჟის ბრენდონ ლის მკვლელობის საქმეს ამდენი სკანდალი და ამხელა გამოძიება, სამწუხაროდ, არ მოჰყოლია.

image

(ბრენდონ ლი თავის ოჯახთან ერთად.)

ბრენდონი ფილმ "ყვავი''-ს გადასაღებ მოედანზე, 1993 წლის 30 მარტს, სასიკვდილოდ დაჭრა მსახიობმა მაიკლ მეიზმა, რომელიც ლისთან ერთად ამავე სახელწოდების ფილმში იღებდა მონაწილეობას, რის შედეგადაც ბრენდონი სასწრაფოდ საოპერაციოდ გადაიყვანეს, თუმცა, საუბედუროდ, იგი, სწორედ, ოპერაციის დროს დაიღუპა.


image(ბრენდონ ლი ფილმ "ყვავი''-ს გადაღებისას.)

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯერი სპივეიმ, ყოფილმა რაიონულმა პროკურორმა ვილმინგტონში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც "The Crow" იყო გადაღებული, ჩაატარა გამოძიება და გადაწყვიტა, რომ საქმეზე სისხლისსამართლებრივი ბრალდება არ წაეყენებინა. რა გადაწყვეტილებაც, იმ პერიოდში, ბრენდონ ლის დედისა და შეყვარებულის გარდა თითქმის არავის გაუპროტესტებია.

image(ბრენდონ ლი და მისი შეყვარებული, ელიზა ჰიუტონი.)

მაიკლ მეიზმა, რომელიც უამრავი წლის შემდეგაც კი თავს იდანაშაულებდა, განაცხადა, რომ: ”არა მგონია, რომ თქვენ ოდესმე გადალახოთ მსგავსი რამ''. მეიზი არ დაისაჯა, თუმცა მთელი თავისი სიცოცხლე სინანულში გაატარა. ასევე არ დაისაჯა იარაღებზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც პირველ რიგში მსახიობების უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა.

image(მაიკლ მეიზი.)

ახლა კი, თავად, თქვენთვის მომინდია იმის შეფასება, საქმე, უბრალოდ, "უსამართლო სამართალ"-თან თუ "ამერიკულ სამართალ"-თან გვაქვს. ბრენდონ ლის (რომელსაც წინ უდიდესი მომავალი ელოდა) ცხოვრება კი, სამწუხაროდ, ძალზე ტრაგიკულად დასრულდა და ერთ დიდ, დაუსჯელ, დაუდევრობას ემსხვერპლა.


0
106
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0