x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138417
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თვალები სულის სარკმელია - მეცნიერების გენიალური აღმოჩენა

image

"ნისლეულები და თვალის გუგა ჰგავს ერთმანეთს.

ტვინის აგებულება სამყაროს მთლიან აგებულებას იმეორებს.

ჩვენ ვართ მიკროკოსმოსი" - დემოკრიტე


ჩვენ ვარსკვლავების მტვრისგან ვართ შექმნილი... ადამიანის სხეულის 93 პროცენტი ვარსკვლავური მტვერია… ჩვენ "ღვთის ხატად" ვართ შექმნილნი - სამყარო ჩვენში საკუთარ თავს იმეორებს… ყოველი ადამიანი სამყაროს პატარა მოდელია, თითოეულ ადამიანში უზარმაზარი სამყაროა…


image

image


და ამ სამყაროს ფანჯრები თვალებია… მინიგალაკტიკები... სხვადასხვა სამყაროების შეჯახებით, ახალი სამყაროები იბადებიან!ჩვენ ვსწავლობთ სამყაროს და სამყარო ჩვენში საკუთარ თავს! დაიმახსოვრე, შენ უნიკალურად გენიალური ხარ! ჰოდა, გაბედე იყო შენი თავი!



image


image


image

image


ამბობენ, თვალები სამყაროს ანარეკლია, იმასაც ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა. თუმცა, ასეც შეიძლება ითქვას: "თვალები სულის სარკმელია!". ადამიანები ამ სიტყვებს მაშინ ამბობენ, როდესაც ტკივილს, მრისხანებას ან სხვა რომელიმე ემოციას ამოიკითხავენ ვინმეს თვალებში. თანამედროვე აღმოჩენებმა კი ამ ფრაზას სრულიად ახალი მნიშვნელობა შესძინეს. თვალები არა მხოლოდ ემოციების ანარეკლი, არამედ სულის სარკმელიცაა სინამდვილეში.


რატომ? პასუხი თავად თვალის კაკლის აგებულებასთანაა დაკავშირებული. თითოეულ ადამიანს თვალის ფერადი გარსის ინდივიდუალური ხაზების, წერტილებისა და ფერების სტრუქტურა აქვს. ზოგიერთ ადამიანს, შესაძლოა, მსგავსი ფერის თვალები აქვს, მაგრამ ფერადი გარსის ხაზები და წერტილები ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი – ის არ მეორდება.


image


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მონაცემები ყოველ ადამიანს განსხვავებული აქვს, არსებობს თვალის ფერადი გარსის გარკვეული ნიმუშები, შეიძლება ითქვას თარგიც და მოხატულობაც, რომელიც ფართოდაა გავრცელებული.


შვედეთის ორებროს უნივერსიტეტის მეცნიერებს სურდათ იმის დადგენა, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ფერადი გარსის სტრუქტურას ადამიანის ხასიათის კონკრეტულ თვისებებთან.


ისინი გუგების შეკუმშვა-გაფართოვებისას თვალის ფერადი გარსის სხივური გამოსახულებების ცვლილებას აკვირდებოდნენ. მათ 428 ადამიანის თვალი შეისწავლეს.


image


მეცნირების გენიალური აღმოჩენა


კვლევებმა აჩვენა, რომ მჭიდრო თარგის თვალები, რომლებიც ღრმა ღარებით არ ხასიათდება ისეთ ადამიანებს აღმოაჩნდათ, რომლებსაც ახასიათებენ, როგორც თბილ, ნაზ და სხვა ადამიანებში ნდობის აღმძვრელ ნატურას. ხოლო ღრმად დაღარული თვალები ნერვიულ, იმიპულსურ და მსგზენარე სურვილების მქონე ადამიანებს ჰქონდათ.


საოცარია, თუ როგორ მეტყველებს პიროვნების ყველაზე ღრმა თვისებების შესახებ თვალის ფერადი გარსის სტრუქტურა და რამდენად მჭიდრო კავშირი არსებობს მათ შორის.


მეცნიერების თქმით, ამ ორ დეტალს – თვალის ფერადი გარსის სტრუქტურასა და პიროვნულ მახასიათებლებს ურთიერთგავლენა არ აქვთ, თუმცა მათი წარმოშობის მიზეზი შესაძლოა ერთი და იგივე იყოს.


როგორც მკვლელვარები აცხადებენ თვალის სტუქტურისა და პიროვნული მახასიათებლების კავშირი განპირობებულია იმით, რომ თვალის ფერადი გარსის ფორმირებაზე პასუხისმგებლი გენების კომბინაცია, ასევე განაპირობებს თავის ტვინის შუბლის წილის განვითარებას – თავის ტვინის ეს ნაწილი კი, თავის მხრივ, ადამიანის პიროვნული მახასიათებლების (ინდივიდუალიზმის) დედა პლატაა.


image


"ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ თვალის ფერადი გარსის სხვადასხვა კონფიგურაციები ადამიანის სხავდასხვა პიროვნულ მახასიათებლებთანაა კავშირში. თვალების სტრუქტურული სხვაობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას ერთგვარ ბიომარკერად, რომელიც ადამიანთა შორის სხვაობას ასახავს", – აცხადებს მეთ ლარსონი, მეცნიერი, რომელიც ორებროს უნივერსიტეტში კვლევას ხელმძღვანელობდა.


მეცნიერები ძალიან საინტერესო დეტალს ამხელენ PAX6-ის სახელით ცნობილი გენის შესახებ, რომელიც ადრეულ ემბრიონულ სტადიაში ადამიანის თვალის ფორმირებას აკონტროლებს. კვლევები აჩვენებს, რომ ამ გენის მუტაცია ადამიანში სოციალური უნარების დეფიციტს, იმპულსურობასა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების სიმწირეს იწვევს.


რაზე მეტყველებს თვალის ფერი?


პიტსბურგის უნივერსიტეტის გამოკვლევების თანახმად, ქალები, რომლებსაც ღია ფერის თვალები აქვთ, მშობიარობისას უფრო ნაკლებ ტკივილებს განიცდიან, ვიდრე მუქი ფერის თვალების მქონე ქალები. ამასთან, ღია ფერის თვალების მქონე ადამიანები უფრო მეტ ალკოჰოლს ეტანებიან, ვიდრე მუქი ფერის თვალების პატრონი ადამიანები, მათ დასათრობად გაცილებით ნაკლები რაოდენობის ალკოჰოლი ჰყოფნით. მიზეზებს გენებთან მივყვართ. ლივერპულის უნივერსიტეტის ბიომოლეკულურ მეცნიერებათა უფროსი ლექტორი ჯონ მურესი აცხადებს, რომ ადამიანის თვალის ფერი 12-13 ცალკეული გენის კომბინაციის ცვალებაზეა დამოკიდებული – ეს გენები ადამიანის სხეულში სხვა რაღაცებსაც განაპირობებს.


ავიღოთ მელანინი – პიგმენტი, რომელიც თვალის სიმუქეს განსაზღვრავს. მელანინი ასევე განსაზღვრავს ადამიანის მგრძნობელობას ალკოჰოლის მიმართ. ატლანტის ჯორჯიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა 12 000 ქალი და მამაკაცი გამოკითხეს და აღმოაჩინეს, რომ ღია ფერის თვალების მქონე ადამიანები საგრძნობლად მეტი რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარენ, ვიდრე მუქი ფერის თვალების მქონე ინდივიდები.


მიზეზი იმისა, რომ ყავისფერი თვალების მქონე ადამიანები ნაკლებს სვამენ და შესაბამისად, ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების ნაკლები შანსი აქვთ, ისაა, რომ მათ დასათრობად გაცილებით ნაკლები რაოდენობის ალკოჰოლი ესაჭიროებათ.


image


მელანინი არა მხოლოდ თვალის ფერის სიმუქეს განსაზღვრავს, არამედ ის ასევე თავის ტვინის უჯრედებს შორის ელექტრონული კავშირების იზოლატორია. რაც უფრო მეტი მელანინია თავის ტვინში, მით უფრო ეფექტური, მგრძნობიარე და სწრაფად მომუშავეა ის, – აღნიშნულია ჟურნალ Personality and Individual Differences-ში გამოქვეყნებულ კვლევაში. ამგვარად, თვალის სიმუქეზე პასუხისმგებელი ქიმიური შენაერთი, თავის ტვინის ეფექტურობაზეცაა პასუხისმგებელი.


როგორ აღმოჩნდა, თვალები ჩვენი ინდივიდუალურობისა და ხასიათის თავისებურებათა მრავალი შინაგანი ასპექტის ანარეკლია. თუ ადამიანს თვალებში ჩახედავ, ადვილად გამოიცნობ შეშინებულია, მოწყენილია თუ ღონემიხდილი. მაგრამ თუ კიდევ უფრო ღმრად ჩაიხედვ მათში, იმასაც გაარკვევ, თუ როგორი ფსიქოლოგია და თვისებები აქვს ამ პიროვნებას. თვალები ადამიანის სულის სარკმელია.


ასევე დაგაინტერესებთ:


"სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1000 წელი გახდება" - კემბრიჯის უნივერსიტეტის გენეტიკოსები უნიკალურ პროექტზე მუშაობენ

ტყუილები, რომლებისაც დღემდე გვჯერა და მათ გამო ვიტანჯებით


როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან


შეყვარებისთვის საჭიროა ზუსტად 4 წუთი, ჩახუტება კი ტკივილს აყუჩებს - მეცნიერთა 20 სკანდალური დასკვნა სიყვარულზე


9 ნიშანი იმისა, რომ ჰორმონალური დისბალანსი გაქვთ და სახლში დასამზადებელი წამალი სამკურნალოდ



სხვა საინტერესო სტატიები ნახეთ არხზე: მაია 24

0
1297
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
1297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0