სხვა ჟანრები რა თბილი ფოტოა!!! 14 სექტემბერი 2012, 23:40:53 ![]() -დამლოცავთ, მამაო?
-ღირსი ხარ, შვილო ჩემო?
-არა, მამაო...
-ღმერთმა დაგლოცოს, ...შვილო...
-დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო...
-და უძლეველი, შვილო ჩემო...
-რომ მოვკვდები სად წავალ, მამაო?
-სადაც აირჩევ, შვილო.
-ეგ როგორ, მამაო? ცოდვილი თუ მოვკვდი ორიგინალი სურათი 14 4-ს მოსწონს -ღირსი ხარ, შვილო ჩემო? -არა, მამაო... -ღმერთმა დაგლოცოს, ...შვილო... -დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო... -და უძლეველი, შვილო ჩემო... -რომ მოვკვდები სად წავალ, მამაო? -სადაც აირჩევ, შვილო. -ეგ როგორ, მამაო? ცოდვილი თუ მოვკვდი
14
|
|
-ღირსი ხარ, შვილო ჩემო?
-არა, მამაო...
-ღმერთმა დაგლოცოს, ...შვილო...
-დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო...
-და უძლეველი, შვილო ჩემო...
-რომ მოვკვდები სად წავალ, მამაო?
-სადაც აირჩევ, შვილო.
-ეგ როგორ, მამაო? ცოდვილი თუ მოვკვდი ხომ ჯოჯოხეთში მოვხვდები?
-შენც ცოდვას ნუ აირჩევ, შვილო ჩემო და არ მოკვდები ცოდვილი!
-მართალია მამაო, სადაც ავირჩევ იქ წავალ...
-ჯერ არ ყოფილა, შვილო, დასავლეთში მიმავალი, აღმოსავლეთში მისულიყო...
-მეშინია მამაო, გზა რომ შემეშალოს?! მზე რომ არ ამოვიდეს?
-ქრისტეს სიტყვები გიმეგზურებენ, შვილო...
-დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო...
-და კაცთმოყვარე, შვილო ჩემო...
-მაინც მეშინია, მამაო...
-რისი შვილო?
-მარტოობის და უსიყვარულობის, მამაო...
-ოო, მაგის მეც მეშინია შვილო ჩემო, მაგრამ არასოდეს არ ვართ მარტონი!
-როგორ არა მამაო, აი თუნდაც ახლა...
-არ ხარ მარტო! ღმერთია შენთან, შვილო...
-რა იცით, მამაო?
-ღმერთი ყველგან და ყველასთანაა, ვინც ეძიებს მას, შვილო ჩემო!
-მამაო, თქვენ ჩემთან ხართ და გხედავთ კიდეც. თუ ღმერთიც ჩემთანაა, რატომ ვერ ვხედავ მას?
-გაახილე თვალები შვილო...
-ვხედავ მამაო...
-ჩვენთან არს ღმერთი! შვილო ჩემო...