x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ჟანრი სიუჟეტი
სამარცხვინო არაქალი, ისე კი ნათქვამია "წყევლა მაწყევარსო" და იმედია არ მიუბრუნდება ამ ჩლუნგს
4
სამარცხვინო არაქალი, ისე კი ნათქვამია "წყევლა მაწყევარსო" და იმედია არ მიუბრუნდება ამ ჩლუნგს
86
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
86
  
გუშინ, 22:59
100%-იან სინართლეს ამბობთ. როდის იყო ბობოლებზე ტყდებოდა ჯოხი? არც ცუკერას დასჯიან, გამოინახება "განტევების ვაცი" და ეგაა.
დედა და და ექიმები არიან, ორივე სამეცნიერო ხარისხის მატარებლები და მირჩიეს თავი შემეკავებინა აცრისაგან. სამწუხაროდ ამას ჩემი კარიერა შეეწირა, მაგრამ არ ვნანობ, რადგან სამჯერ აცრილი მეგობარი გარდაიცვალა კოვიდით საუბედუროდ და ამან დამანახა, ეს ვაქცინა დიდი ვერაფერი დამცავი მექანიზმი იყო კოვიდისაგან.
საშვი მქონდა და რომ დავდიოდი საჭიროებისას ქალაქში, ესეც ბევრს შურდა, არა და თუ ვინმე რამეს დამაბარებდა კარებზე ვუკიდებდი, ხშირად სრულიად უანგაროდ.
მართლა დიდი საგიჟეთი გამოვიარეთ...
სამწუხაროდ,მე მომიწია აცრა,თუმცა ამას თავისი მიზეზები ქონდა.საქართველო გიჟების ქვეყანაა და ამ საგიჟეთში ასე იყო საჭირო.დარწმუნებული ვიყავი რო აცრა არაფერ შედეგს არ მოიტანდა,მაგრამ ისეთები ხდებოდა რო ოჯახიდან ვიღაც უნდა ყოფილიყო აცრილი,ხოდა მე გავრისკე. ვერ ვიტყვი რო რამე განსაკუთრებული უკუჩვენებები განვითარდა,თუმცა კოვიდის დროს გამოუსადეგარი აღმოჩნდა ეს ვაქცინა. მე უფრო რთულად გადავიტანე,ვიდრე აუცრელმა ხალხმა. როგორც უკვე ვთქვი,გააზრებული რისკი იყო და ისევ ასე მოვიქცეოდი დღევანდელი გადასახედიდან,რადგან სიგიჟის ეპიდემია არის ქვეყანაში და რო რამე სიტუაცია ყოფილიყო,ძვირფასი დრო არ უნდა დაკარგულიყო. მიხვდებით ალბათ რასაც ვგულისხმობ.

რაც შეეხება ცუკერბერგს,ბოდიში რო საქმეს შველოდეს ხალხი ამოისუნთქებდა. უნდა დაისაჯოს სიმართლის დამალვისთვის და შეთქმულების ხელშეწყობის ბრალდებით,რომელსაც ადამიანთა სიკვდილი მოჰყვა. თუმცა არ დასჯიან,ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და გაუტარებენ ამ ამბავს. სადემოსტრაციოდ ვიღაცას დასჯიან,რადგან სისტემის ნგრევა არავის სჭირდება. ეგ სისტემა ტრამპსაც დასჭირდება ერთ დღეს და დღეს მათი დანდობა გამოადგება. მე იმედი მაქვს რო ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს,მარა ამის მოხდენის ალბათობა ძალიან მცირეა.
გუშინ, 15:01
"ტროიკას" ყვირილმა აცრა აუცილებელია და ვინც არ გაიკეთებს ქვეყნის მტერიაო-შეიწირა ჩემი კარიერა.
მე არ ვიკეთებდი და ვერ ვუბრძანებდი ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ ხალხს, აცრილიყვნენ. როცა გამწვავდა სიტუაცია, დავწერე განცხადება და წამოვედი.
ახლა კი აღმოჩნდა, რომ ეს ვაქცინა სულ ტყუილად გაუკეთეს ხალხს, თან დაუმალეს რამხელა უკუჩვენებები ჰქონდა აქ შემოტანილ ვაქცინებს.
მარკ ცუკერბერგმა ახლა განაცხადა, რომ მას "აწვებოდნენ", ფეისბუქზე არ დაეშვა იმ პოსტების და ვიდეოების დადება, სადაც ცნობილი მეცნიერების მიერ, არსებული ვაქცინების გაკეთების შემდგომ მოსალოდნელ კატასტროფულ გართულებებზე იქნებოდა საუბარი.
ეს ერთერთია და დანარჩენი ფაშისტები? მახსოვს,აუცრელი ხალხის გატყავებას ითხოვდნენ და ათასნაირ სიგჟეს კიდევ.ერთი ახალგაზრდა იყო აქ,წერდა რაღაცეებს და ისიც გამეტებით მოითხოვდა ხალხის დასჯას. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების სიგიჟეზე,თუმცა არაფერია გასაკვირი ისეთები გამოიარა ქვეყანამ,მთლიანად მსოფლიო. ტრამპი აპირებს ამ თემის წინ წამოწევას და ამ სიგიჟის მოთავეების დასჯას.არ იქნება ცუდი თუ მათი წყალი საქართველოსაც შეეხება. დიდი სიამოვნებით ვნახავდი ბორკილებ დადებულ ქართველ მოთავეებს,განსაკუთრებით მასმედიის წარმომადგენლებს. დარჩისახლში რო გაკიოდნენ,ისედაც დანგრეული ეკონომიკა რო უფრო ჩამოშალეს და ადამიანები დააპანიკეს. ყველაზე სასაცილო მაინც ის იყო,ცოლი და ქმარი მანქანაში გვერდიგვერდ თუ ისხდნენ,დაჯარიმებას ექვემდებარებოდნენ და ეს ნორმად იყო ქცეული. ამაში ხელს უწყობდა მედია და მათი წარმომადგენლები,ქვეყანას ნერვიული სტრესი აკიდეს და შედეგბს ახლაც ვიმკით.
0 1 4