აგენტები არიან,ზოგი ამერიკის,ზოგი რუსეთის,ზოგი ევროპის.ეგ კი არა,ხიდაშელი ტაივანისთვის აგენტობდა. საქართველოში ვინც პოლიტიკურ წრეშია,ყველა ვიღაცის აგენტია და ვიღაცის ინტერეს ემსახურება. შეიძლება ყველა პირდაპირ არ არის დაკავშირებული რომელიმე მხარესთან,თუმცა დაქვემდებარებულების მსახურები არიან და ესეც აგენტობაა.
ორივე მხარეს ყავს სათაყვანებელი ადამიანი,ვინც რუსეთში დაფრთიანდა.კახა ბენდუქიძე და ბიძინა ივანიშვილი,ორივე თავის საქმეს აკეთებდა და არაფერ შუაშია ღალატი. თუ ეს ბიჭი რუსულ ფილმში თამაშობს და არ აქვს უფლება რუსების საწინააღმდეგოდ ისაუბროს,მაშინ არ ბიძინას აქვს,ასე არ გამოდის? რანაირად შეიძლება სიმართლე იყოს მისი საუბარი ქვეყნის გაერთიანებაზე,როცა ფული იქ აქვს ნაშოვნი და იქ არის დაფრთიანებული. არც ეს ბიჭია რუსი თუ რასაც ეძახიან და არც ბიძინა. წავიდა და ითამაშა,ფული აიღო და მორჩა. ბიძინა წავიდა,საქმე აკეთა და ფული იშობა,მორჩა კინო.
ახალი ამბავი,რა ქოცებში არ არიან ეგეთები? გასაკვირი ამბავია,როგორ ვინარჩუნებთ ფიქტიურ დამოუკიდებლობას,როცა რეალობაში ის არ გვაქვს. რაზე ვკამათობთ,ვინ პროამერიკელი და ვინ პრორუსია? ან პროევროპელი? ხომ ეს არის ძირითადი სადაო საკითხი ქვეყანაში? როცა პროქართულზე გადავალთ ერი,მერე იქნება საშველი.ეს კატასტროფაა,ორივე მხარე კატასტროფაა და ამას დასასრული არ უჩანს. ვისაც სადაც სურს იქ ითამაშოს,ეს არ ნიშნავს რო მას აზრის გამოხატვის უფლება არ აქვს.ლევან უჩანეიშვილი ამერიკულ ფილმებში იღებს მონაწილეობას,ზოგი პროპაგანდისტურია და ეს არავის პრობლემას არ ყოფილა. გვარი დამავიწყდა იმ მსახიობის, სერიალ "სამშობლოში" რუსის როლს რო ასრულებს,ეგ დაგმო ვინმემ? ეგ სერიალი სუფთა პროპაგანდისტულია. საერთოდ არაფერს ნიშნავს ეგ როლები,მათი პროფესია და თავის საქმეს აკეთებენ. ხშირად ადამიანებს მსახიობები შესრულებულ გმირებთან აიგივებს,რას არასწორია. მაგ.კახა კინწურაშვილი ყველას გონია ლუკა მაისურაძე,სამშობლოსთვის გულანთებული გმირი,ხოლო მეღვინეთუხუცესი დათა თუთაშხია გონიათ.რა მნიშვნელი აქვს როლს? ელდარ შენგელაიამ ცისფერი მთები გადაიღო და მერე? ხელი არ შეუშლია ამას რო ზვიადის წინააღმდეგ წასულიყო და სამოქალაქო ომის მხარე ყოფილიყო. ეს იმიტო ხდება რო გაუნათლებლობა არის საქართველოში,აღქმებით მოქმედებენ და ფაქტები ფეხებზე კიდიათ.