ჟანრი სიუჟეტი აფაქიძეები 8 ნოემბერი 2024, 06:08:46 აფაქიძეები პირველად მოხსენიებულნი არიან იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში XIV-XV სს. მიჯნაზე –– „ჯავახ აფაქიძე" (ე.ემეტრეველი, დასახ. წიგნი, გვ. 123), შემდეგ –– 1432 წელს. ირკვევა, რომ ისინი სვანი აფაქიანების შთამომავალნი ყოფილან, რომლებიც სვანეთის სულთა მატიანეებში XIII ს-ის ტექსტებში არიან დასახელებულნი (პ.ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, ნაკვეთი 2, თბ., 1941, გვ. 121, 128 და სხვ.). 11 2-ს მოსწონს
11
|
|
აფხაზეთი ერქვა პრაქტიკულად დასავლეთ საქართველოს, მაგრამ შერვაშიძე-ჩაჩბა არასდროს ყოფილა, არც ეგრისის, არც ოდიშის მმართველი. დადიანი ტიტულია და არა გვარი.
თავადაც იცი გვარებში დომხალი რომაა, მაგალითად ჯაიანები მეგრელი აზნაურები იყვნენ და არიან. მეგრელი ჭკადუების დიდი ნაწილი სვანობს ხაიშში.
დადიანებამდე იყვნენ შავლიანები, მაგრამ მათ სვანობაზე მატიანე დუმს.
თუმცა არ ვუარყოფ და ვადასტურებ, რომ თანამედროვე საქართველოს მთიანეთი ზემო სვანეთიდან სოჭამდე სვანების განსახლების ადგილი იყო. მაცესტა, ცხუმი-ეს დასახელებებიც სუფთა სვანურია.
აფხაზების რაოდენობა არასდროს ყოფილა იმდენი, მათი ჰეგემონია გავრცელებულიყო მიმდებარე რეგიონებზე.
საბედიანოც სრულად იყო მეგრული ეთნოსის განსახლების ზონა. სამურზაყანოშიც აფხაზური კვალი არ იკვეთება.
ეთნონიმი მეგრელი, 735 წლითაა დათარიღებული ატენის სიონზე გაკეთებული წარწერებზე.
ა ბატონო და ჩემი თუ არ გჯერა შეგიძლია თავად გადაამოწმო.
ზეობას[ა] კა (=21) ღმრთივგჳრგჳნ[ოსანისა]
[არჩილისი კ]ეთილადმსახუ[რებასა ზედა]
მეფისა ჩუენისასა, ჴელმწიფ[ო]
ბასა [სა]რკინოზთასა რკა (=121) აღესრო–
ჳლა კურთხეული მამფალი სტეფანოზ,
ღმრთისა მ[იერ] ქართველთა და მეგრელთა ერის–
თავ–[ერისთ]ავთა უფლი, თთუესა ოკდომბე–
რსა [იდ (=14)], დღესა ოთხშაბათსა ჟამს–
ა ღა[მისას]ა ა (=1), ამას ზედა წელსა დღისა მ–
თ[ავრობისა მ]ოხრდილი კთ (=29)
ამ წარწერაში საინტერესოა მამფალი < მამაუფალი. ამ სახით ეს სიტყვა ადრინდელ ძეგლებში არ დასტურდება. ასევე ყურადღებას იქცევს სტეფანოზ მამფლის ტიტული: ქართველთა და მეგრელთა ერისთავ–ერისთავთა უფლი. მეგრელი ეთნონიმი ქართულ წყაროებში პირველად აქ მოიხსენიება.
წარწერა თარიღდება 735 წლით.
17– ე საუკუნებამდე "მეგრელი" ტოპონიმი ხმარებაში არ გამოიყენებოდა და როგორ გახდა ეგრე ყველა მეგრელი და ან მეგრული წარმომავლობის? ეგრისს, საბედიანოს, ოდიშს რას ვუპირებთ?
ზოგადად გვარები არეულია საქართველოში. რაჭაშია გვარი მეგრელი, არის გვარი მეგრელიშვილი, ურიადმყოფელი, მეგრელიძე, ქორიძე, რომელიც ითარგმნება პირდაპირ, როგორც ქირია. კობახიძეები მეგრელი აზნაურები იყვნენ და 3 სოფელს დლობდნენ ხობსა და ზუგდიდში, კობახიების გვარით.
ბადრი და პიერ კობახიძეები პირად საუბრებში ამბობდნენ, როგორც წამიკითხავს, რომ რეალურად კობახიები იყვნენ. ხაიშში ცხოვრობენ ჭკადუები და სვანობენ, ასევე კორძაიები, კოდორის ხეობაში კვარაცხელიები ცხოვრობდნენ, რომლებიც სვანობდნენ და ასე შემდეგ.