ჟანრი სიუჟეტი ოთხი მოკლული მხედრიონელი რომლის გამოც გაიცა ბრძანება წალენჯიხაში თავდასხმის 4 ნოემბერი 2024, 02:49:38 ბადრი გიგაური ახმეტიდან 144 2-ს მოსწონს
144
|
1099.00
k
1499.00
k
|
ილიკო კვარაცხელიას, უპატიოსნეს კაცს, რომელსაც ღვიძლის ციროზი ჰქონდა და გულიც აწუხებდა ჩაის ჭიქით მისივე არაყი დაალევინეს, ჯერ შენ დალიე იქნებ გვწამლავო და იმავე ღამეს გარდაიცვალა საწყალი.
წალენჯიხის სისხლის სამძებროს უფროსის მოადგილეს, ვიცე-პოლკოვნიკ ბორის კვარაცხელიას, რომელმაც სამსახურეობრივი უაზი არ დაუთმო მხედრიონელებს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს, საბედნიეროდ მკვლავში დაჭრილმა მოსახვევში შესვლა მოასწრო და თავი გადაირჩინა.
წალენჯიხა პატარა ქალაქია, ოჯახი არ დარჩენილა, სადაც არ შესულან და მანქანა არ გაუყვანიათ ან რამე არ წაუღიათ.
ამის შემდეგ დაესხნენ ზვიადისტები თავს მხედრიონს სკოლა-ინტერნატში, სადაც არა 4 არამედ გაცილებით მეტი მხედრიონელი დაიღუპა, დაიღუპნენ თავდამსხმელების გარკვეული რაოდენობაც. ქუთაისის შინაგანმა ჯარმა ელგუჯა ბუცხრიკიძის დახმარებით მოუსწრო და ჯაბა და მხედრიონი ამოხოსცას გადაარჩინა.
მაშინ თქვა ჯაბამ ერთი ფრთიანი ფრაზა: "მილიციის დანახვა ასე არასდროს გამხარებია ცხოვრებაში"!
მხედრიონელმა სნაიპერმა აივანზე გამოსულ უიარაღო რენო ღვინჯილია მისივე სახლის აივანზე მოკლა, თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამის ბიძა იყო დედის მხრიდან.
ასე იყო მეგობარო წალენჯიხის ამბავი. ხო ერთიც, წალენჯიხის თავზე მდებარე ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი მამა რომანოზი დაიჭირეს, აქედან გვესროდნენ ზვიადისტები ყუმბარმტყორცნიდანო და სასტიკად სცემეს, გაკრეჭვასაც უპირებდნენ, მაგრამ ცნობილი მამაო იყო და პატრიარქი ჩაერია და გადაარჩინა.
ტაძრიდან სკოლა-ინტერნატამდე იმხელა მანძილია ყუმბარმტყორცნი შუა გზაზევე აფეთქდებოდა.
ერთი ძალიან ცნობილი მხედრიონელის მონაყოლი ვიცი ამ საკითხზე, ომი იყო და მხედრიონს იმდენი ავაზაკი მიეტმასნა, ვინ იყო მებრძოლი და ვინ ყაჩაღი ვერ გაიგებდი, არც ჩვენ ვაკლებდით ხშირად არასწორად ხელს და მოხდა ის რაც მოხდაო.
იაგოსთანაც ზუსტად იგივე თქვა ინტერვიუს დროს...