x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138979
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
ჟანრი სიუჟეტი
საქართველოს დროშა ჯერ არ იყო იდეაში და კაკო ელიავას შევრონად ჰქონდა
3
საქართველოს დროშა ჯერ არ იყო იდეაში და კაკო ელიავას შევრონად ჰქონდა
ორიგინალი სურათი
54
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
54
  
22 ივნისი, 20:39
ბევრჯერ დამიწერია. მამა სსრკ-ს სადესანტო ჯარების პოლკის მეთაური იყო, აფხაზეთის ომის დაწყების მეორე დღესვე ჩამოვედით. ხან კიტოვანის მხარე ექაჩებოდა ხან ქობალიასი, მამამ ორივეს უარი უთხრა, მე ქართველს არ ვესვრი, აფხაზეთში მივდივარო. ამაზე აჰყვა ერთი თუჯისთავა საველე მეთაური, მოკლედ საქმე სროლამდე მივიდა და შემოაკვდა მამას. გადაგვიბუგეს ქალაქის სახლი. ნათესავებმა სოფლის სახლში აგვიყვანეს, ბავშვი ვიყავი პრაქტიკულად დღისით მეძუნა, ღამით ავტომატით ხელში ჩემებს ვდარაჯობდი.
ცხონებული კაკო ამოვიდა ოჯახის ნათესავს სთხოვა და ამოიყვანა. 5 მჭიდი დამიტოვა ტყვიებით გაჭედილი, არ დაგჭირდება, დღეიდან ვინც ამ ოჯახს შეეხება დედაბუდიანად ამოვბუგავო. 4-ჯერ ამოგვაკითხა, ჭირდა პროდუქტი და დატვირთული ამოდიოდა პროდუქტით. ყველა გვერიდებოდა შარში არ გავყოთ თავიო, მარტო ბიძები გვედგნენ გვერდით.
სანამ ცოცხალი ვარ ყოველთვის მივალ კაკოს საფლავზე და სანთელს ავუნთებ. პოლიტიკას არ ვეხები, უმადური არ ვარ და ვაფასებ კაცს, ვინც ოჯახი გადამირჩინა.
საინტერესო რამეს ამბობ
22 ივნისი, 11:41
ერთადერთი კაცი ვისაც გამსახურდიას მხარდამჭერებიდან პატივს ვცემ დღემდე და ვისი წყალობითაც ვართ მე და ჩემი და, ძმა, დედა და ბებია ცოცხლები.
0 1 3
სიყვარული
"ალესილი კეპების" სცენის მიღმა კადრი
ნირვანა