x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჟანრი სიუჟეტი
დღევანდელი ლიბერალური რეალობა
3
დღევანდელი ლიბერალური  რეალობა
109
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
109
  
ხო მართლა,ამ ორი თვის წინს,ლიბერტარიანელებად მოხსენიებულმა გირჩებმა(36 ნომრიანებმა) მოილაპარაკეს ქოცებთან,თუ ქოცები კვოტირებას გააუქმებდნენ,ისინი ცსკ არჩევნების თემაზე დაეხმარებოდნენ. ამიტომაც გაუქმდა ქალთა კვოტირების ამბავი და ამიტომ დაახვევინა ხვიჩიას ბაია პატარაიამ. არადა ეს კვოტების თემა ამართლებდა ქოცების წილოსანს,თუმცა გამოაცალეს ხელიდან და გამოლანძრა გირჩები. ეს გირჩები ხო უცნაური ხალხია,მარა თავის გზას პრინციპულად მიყვებიან. სხვათაშორის,იმ აგენტების გაერთიანებას არ უერთდებიან,რომლებიც თითქოსდა ქოცების წინააღმდეგ იკვრებიან. ანუ არჩევნებზე გვექნება ასეთი მოცემულობა,ნეოფაშიტები ანუ ნაციონალების ფრთა,გაკონსერვატორებული სოციალისტები ანუ ქოცები და ლიბერტარიანელი გირჩები. ამაზე ადვილი არჩევანი არ ქონია ქართველ ხალხს,ამაზე მარტივად გადასაწყვეტი ამბავი არ არსებობს. მიუხედავად იმისა რო ამ კანონის და ზოგადად,2-3 თვის პროცესებში სრულიად ვიზიარებ ქოცები ქმედებას,მაინც არ მჯერა მათი კონსერვატორული და ტრადიციონალისტური პოზციონირების,არ ჯდება თავის გაბარიტებში. ნეოფაშტებზე დაფიქრებაც არ ღირს,მილიონი პროცენტით მიუღებელნი არიან და შანსი არ არის ოდესმე მიშას მწოველებს ხმა მივცე. აი,გირჩები უცნაური და დარტყმული ხალხი არიან,პრინციპულად დარტყმულები და არ უხვევენ თავის ხაზს,რაც პატივისცემას იმსახურებს. ამიტომაც,მივალ არჩევნებზე და მოვხაზავ ბაია პატარაიას და ნინო წილოსანის ჟინაზე 36 ნომერს. მეტი არ იქნას,უმრავლესობით გირჩები მოვიდნენ,მარა პარლამენტში უნდა იყვნენ. რავი ერთპარტიული პარლამენტი ხო არ იქნება და მეჯართე ანა ნაცვლიშვილის იქ ყოფნას,სანდრო რაქვიაშვილი სჯობია,თან მევახშეობა რაც არის იცის სანდრომ. მაგალითად,ანა მეჯართემამიკოსშვილი ნაცვლიშვილი მევახშეობას კრძალავდა,თუმცა ის არ იცოდა რო მთავარი მევახშე ხაზარაძე პარტიის თავჯდომარედ ყავდა.
ზუსტად,100% ასახავს დღევანდელ რეალობას და ე.წ. ლიბერალების ფლანგს,რომლებსაც ლიბერალობასთან საერთო არაფერი აქვთ. ესენი არიან ნეოფაშისტური დაჯგუფებები ლიბერალიზმის ტყავის ქვეშ. რასაც კლასიკური ლიბერალიზმი ქადაგებს,იმის საპირისპირო არსებები არიან ესენი და ამათი პატრონები დასავლეთში. კლასიკური ლიბერალიზმი არის უპირველესაც საკუთრების უფლება და კანონის წინაშე თანასწორობა.ამ მოვლენებით უფრო თვალნათელია,ეს ხალხი არცერთს პატივს არ სცემს. მთელი ამ ხნის მანძილზე ანგრევდნენ და აზიანებდნენ,როგორც საერთო საკუთრებას,ისე კერძო საკუთრებას.ადამიანებს უზღუდავდნენ გადადგილება მხოლოდ იმიტო რო არ ეთანხმებოდნენ,ასევე,კანონის წინაშე თანასწორობას არღვევენ,როცა პოლიციელის დაწვის მცდელობის მოსურნეს "გმირი" უწოდეს და პოლიციელის ქმედებისგან დაზარალებულს მსხვერპლი. კიდევ არის ბევრი განსხვავება ამ აგენტებს და კლასიკურ ლიბერალიზმს შორის. ხო კიდევ,საქართველოში ასოცირდება ლიბერალიზმი ლჭპტ პროპაგანდასთან და მსგავს უმსგავსობასთან,რაც არ შეესაბამება სიმართლეს. პროპაგანდა უფლება არ არის,არსებობს მხოლოდ ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლობები.არანარი ლჭპტ,არანაირი ქალის ან ბავშვის უფლებები,ან ბრტყელსტერფიანების თუ ცაციების უფლებები,ეს უფლებები კი არა,პრივილეგიების მოთხოვნა არის. იყო დრო,როცა ლიბერტარიანიზს ვაწვებოდი ანუ კლასიკურ ლიბერალიზმს,რადგან ასაკი მქონდა ასეთი და თუ ჩერჩილს დავუჯერებთ,ადამიანი განიცდის ცვლილებებს აზროვნებაში.თუ ახალგაზრდა უნდა იყოს ლიბერალი,შუა ხნის უნდა იყოს კონსერვატორი,ხოლო მოხუცებულობაში უფრო სოციალისტობას აწვება. ანომალია,როცა 18 წლის სოციალისტი ან 65 წლის ლიბერალი არსებობს.ალბათ,ეს იმიტო ხდება რო ადამიანი ახალგაზრდულად და ცოტა გაუაზრებლად რაღაცეებს აწვება,მერე ამ რაღაცეების დაცვის სურვილი უჩდება და მერე სიბერე სოციალური უზრუნველყოფას მოითხოვს.
28 მაისი, 16:28
ხიმშიაშვილოოოოო სად ხარ? დახედე ამ სურათს. არაფერი გეცნობა?
0 1 3