ჟანრი სიუჟეტი ცულით ასხიპეს ბიჭი, ისევ არ მოეშვნენ, უსევ ყეფვით მოითხოვდნენ მისგან საქართველოს შეგინებას 20 მაისი 2024, 17:34:17 ![]() ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად "საქართველოს გაუმარჯოსო", ამოიხრიალა ჯამბულმა. ასობით კილომეტრს იქეთ ჯერ არდაბადებულ შვილსაც გააგონა დედის მუცელში ლოცვის სადარი სიტყვები: "საქართველის გაუმარჯოს, შვილო!"ტყვეობიდან გამოსყიდულმა სამოქალაქო პირებმა პირგამეხებულებმა მოგვიყვნენ ჯამბულის გმირობის ამბავი. ყველაზე ხანდაზმულმა კი - პირქუში, მოქუფრული დღე იყო იმ დღესო. იმ ვაჟკაცი ბიჭის ბოლო სიტყვებზე ნათელი გადმოეფინაო ციდან და სახეზე დაუბრძანდაო წამებულს", - ოხვრას ამოაყოლა. 25 2-ს მოსწონს
25
|
|
სად გიორგი ანწუხელიძე, ეროვნული გმირი და ეს ტაშფანდურა ვირისთავები?!
გერლიანმა თვალი მოავლო სამოქალაქო ტყვეებს, დასისხლიანებულ, ნაგვემ ქართველებს და "საქართველოს გაუმარჯოსო", ომახიანად შესძახა. აწამეს ვაჟკაცი, მერე გრძნობაზე მოიყვანეს, - "საქართველოს შეაგინე და სიცოცხლეს გაჩუქებთო".
სისხლი ამოაფურთხა ჯამბულმა და "საქართველოს გაუმარჯოსო"... ვერ ძლია ქართულ, ვაჟკაცურ სულს ნაწამებმა სხეულმა.
ცულით ასხიპეს ბიჭი, ისევ არ მოეშვნენ, უსევ ყეფვით მოითხოვდნენ მისგან საქართველოს შეგინებას.
ბოლო ამოსუნთქვასთან ერთად "საქართველოს გაუმარჯოსო", ამოიხრიალა ჯამბულმა. ასობით კილომეტრს იქეთ ჯერ არდაბადებულ შვილსაც გააგონა დედის მუცელში ლოცვის სადარი სიტყვები: "საქართველის გაუმარჯოს, შვილო!"... ტყვეობიდან გამოსყიდულმა სამოქალაქო პირებმა პირგამეხებულებმა მოგვიყვნენ ჯამბულის გმირობის ამბავი. ყველაზე ხანდაზმულმა კი - პირქუში, მოქუფრული დღე იყო იმ დღესო. იმ ვაჟკაცი ბიჭის ბოლო სიტყვებზე ნათელი გადმოეფინაო ციდან და სახეზე დაუბრძანდაო წამებულს", - ოხვრას ამოაყოლა.
ასე იღუპებოდნენ საქართველოს მეომარი ბიჭები აფხაზეთში, იქ, სადაც მაშინ საქართველოს გულისცემაზე გადიოდა თითოეული წამი თუ წუთი.