ჟანრი სიუჟეტი გამონათქვამი ქართველებზე 18 მაისი 2024, 16:34:19 XI საუკუნის ბიზანტიელი მწერალი იოანე ცეცე ამტკიცებს, რომ იბერები, აბაზგები და ალანები ერთი ხალხია, ხოლო XV საუკუნის სომეხი მემატიანე თომა მეწოფელი მკითხველს უხსნის, რომ „ქართული სახლი“, ანუ ქართულ ეროვნულ-კულტურულ გაერთიანებაში შედის რვა ტომი - ქართები (ვრაცები), იმერელები, ლაზები, სვანები, აფხაზები, მესხები, დვალები და ოსები. ორიგინალი სურათი 18 2-ს მოსწონს
18
|
15.00
k
28.00
k
|
ისე გვარები ისეა გადახლართული საქართველოში მთლად მტკიცებულებით ფორმაში ვერ იტყვი ვინ რომელი რეგიონის შვილია რეალურად.
ქირია-ქორიძე ორივე გვარი ცხოვრობს სამეგრელოს რეგიონში. ქირი-ქორია მეგრულად.
კობახია-კობახიძე, ხობში და ზუგდიდში ცხოვრობენ.
ემხვარები ცხოვრობენ ჩვენთან, ენგურს გაღმა ემუხვარები აფხაზობენ ემხა-იპას გვარით.
აბულაძეები მგონი მთელ საქართველოში ცხოვრობენ, მეზობლები მყავს მეგრელობენ, ექიმი მეგობარი მყავს რაჭველი აბულაძე, აჭარაშიც ბევრი შემხვედრია.
ჭკადუა ნაწილი მეგრელობს, ნაწილი სვანობს. ჭკადუა-ჭედვას ნიშნავს მეგრულიდან ქართულად თარგმანში.
მჭედლიშვილები გორში ახლობლები მყავს, მჭედლიძეც შემხვედრია.
ხურცია-ხურციძეც ბევრია რეგიონში. ერთი სიტყვით ან ვახუშტს უნდა დაეყრდნო ან საერთოდ არ უნდა დაყო რეგიონებად ეს ქვეყანა და ეგაა.
სამეგრელოს რეგიონში არის გვარები: მესხი, მესხია.