x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
იუმორი
"ჰელენ" ხოშტარია, რუსეთთან "ხმალამოღებული მებრძოლი", რომელიც კოლოსალურ თანხას იღებს რუსეთიდან
47
"ჰელენ" ხოშტარია, რუსეთთან "ხმალამოღებული მებრძოლი", რომელიც კოლოსალურ თანხას იღებს რუსეთიდან
"ფულს სუნი არ უდის" თურმე!!!
ორიგინალი სურათი
68
5-ს მოსწონს
"ფულს სუნი არ უდის" თურმე!!!
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
68
  
22 მაისი, 22:59
გეხსომებათ მიშამ, რომ ჩამოიყვანა ინგლისურის მასწავლებლებად ქუჩიდან აყვანილი ხალხი.
მასწავლებელი მოწოდებით თუ არ ხარ მოსწავლეს საგანს ვერ შეაყვარებ, უკრაინაში ისეთი ფიზიკის და ისტორიის მასწავლებლები მყავდა, შემაყვარეს საგანი და მიუხედავად იმისა არც ისტორიკოსი ვარ პროფესიით და არც ფიზიკოსი, ბევრ დიპლომიან ისტორიკოსს და ფიზიკოსს ფორასაც მივცემ.
მოვიდა განათლების განყოფილების წარმომადგენელი მერიიდან და ინგლისურის პედაგოგ გოგოს ხომ არ მიიღებთო? ფინანსურ
დახმარებას გაგიწევთო. გადაირივნენ მშობლები, რას ჰქვია ფულადი დახმარება, ერთ გოგოს როგორ ვერ შევინახავთო. მსგავსი ნინძური ახალგაზრდა გოგო მე არ შემხვედრია, აბაზანიდან საცვლებით გამოდიოდა და თავისი ოთახისკენ ასე მიდიოდა.
მოვედი სამსახურიდან მშობლები და ბებია სოფელში იყვნენ ასულები, ვხედაც მაცივრის წინ ქალის ბიუსტჰალტერი აგდია, მისაღებ ოთახში დივანზე საცვლების მთელი წყება, მაშინ კი ამასხა.
სასწრაფოდ შევაგროვებინე ბარგი, დავურეკე განათლების განყოფილებას და მოვთხოვე სანამ სახლიდან თავად გავაგდებდი ეს გოგო წაეყვანათ.
ოთახსაც ბებიაჩემი ულაგებდა, სიგარეტის ნამწვავს პირდაპირ მაგიფაზე თეფზე ყრიდა, როცა საფერფლე იქვე იდო.
დაანგრიეს განათლების სისტემა, დაანგრიეს ჯანდაცვა.
სოფლის მეურნეობა სულს ღაფავს. ერთი ცნობილი ლესბოსელია და უწყვეტ რეჟიმში აქვს გრანტები, ბიჭი ხარ და რამე უთხარი, მთელ საელჩოეფს "ააყეფებს".
სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელს სკოლაში რო გაუშვებ მასწავლებლად ან დირექტორად,ის საქვეყნო საქმეს გააკეთებს? ის ემსახურება სხვა ქვეყანას და მისი მითთებით მოქმედებს.ამიტომაც ასწავლიან სისულელებს და ეს განათლების სისტემა გონიათ. როცა სკოლაში დავდიოდი,ერთი ეგეთი ახალგაზრდა და ენჯეოში გამოზრდილი გოგო იყო,გაკვეთილზე წამოცდა ერეკლეზე რო უტვინო იყოო... იქვე გავიწიე და შემორტყმა მინდოდა,თუმცა მალევე მივხვდი რო არსწორ რამეს ვაკეთებდი,ქალზე ხელი არ უნდა აღმემართა და თან მაინც მასწავლებელზე. დღემდე გამარჯობას არ ვეუბნები და საერთოდ გვერდზე არ ვიკარებ. შემთხვევით რო ავტობუსში მომიჯდეს,ავდგები და ჩავალ. უფრო მეტს გეტყვით,როცა რომელიმე ეჯეოს შენობასთან გავივლი,ერთი კარგად შევუკურთხებ ხოლმე და ისე გავივლი. ეს ხალხი რო პრობლემა არის ეგ ვიცოდი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში,ეს იყო 19 წლის წინ და ეს უნიათო ქოცები ახლა მიხვდნენ ამას. უბრალოდ,ასე დაუბერა ქარმა და აკეთებენ
ეგ იმიტო ხდება რო ისტორიას ზედაპირულად ასწავლიან,მცირე მონახაზი და მერე წყაროები,მერე ამ ყველაფერზე მიდის მსჯელობა და მორჩა.თუ პედაგოგი არ არის კარგი,ამ მოკლე ნაწილს სწავლობს ბავშვი,იმასაც ზედაპირულად და ახლა სთხოვენ შინაარსობრივ მსჯელობა/აზროვნებას ბავშვებს. მე გამიმართლა,ისეთი პედაგოგი მყავდა თუნდაც ისტორიაში,თუ ბიჭი იყავი და გეთქვა ქვეყანა,მერე ეს ქვეყანა რუკაზე არ მიგეთითითებინა,თუ ეს ქვეყანა აღარ არსებობდა უნდა გეთქვა ახლა რომელი სახემწიფო იყო იმ ტერიტორიაზე და ეს უნდა გენახა მეორე რუკაზე. არ მახსოვს,რაიმე თემა ეხსენებინოს და მასწავლებელს არ მოეთხოვოს,მისი გაშლა და ჩვენეული ახსნა ამ ყველაფრის. მერე თვითონ შემოდდიოდა და დიალოგის რეჟიმში მიდიოდა გაკვეთილი. ამ კაცს სტალინი ახსოვდა,მისი სურათი გულის ჯიბით დაქონდა,თუმცა ის კომუნისტი არასოდეს ყოფილა. არც კომკავშირში ყოფილა და ვკითხე,სტალინი რატო მოგწონსთქო. მიკვირდა,არაფერი არ მიანიშნებდა რო მას სტალინი უნდა მოწონებოდა,თუმცა მოსწონდა. მითხრა,ის კაცი იყო გაჭირევბული ოჯახიდან,წავიდა და არ დაივიწყა გლეხი კაცი,მათთვის ყველანაირი პირობა იყო შექმნილიო. სტალინი ებრძოდა მსგავს ხალხს ზუსტად,რომლებიც აგერ იკრიბებიან ყოველდღიურად. გასაგებია რო ცუდი მეთოდები ქონდა,თუმცა სხვანაირად არ ჩერდებიან. მიყვებოდა და ყველას ხოცავდა. ვეძახოთ ჩვენ დიქტატორი და ტირანი,შეძლო და შექმნა უდიდესი იმპერია,რომელიც დღესაც ანგარიშ გასაწევი ძალაა.
ჩემზე კარგად გცოდნიათ ამ დარგის ამბები და ეს იმიტო ხდება რო ქვეყანა არასწორი მიზნებით მიდის. ჯერ ამერიკულ-რუსული წახალისებით ქვეყანა დაგვანგრევინეს,მერე არასწორი მიზნების დასახვაში შეგვიწყვეს ხელი,მერე განათლების სისტემა დაგვანგრევინეს და ახლა თაობა დავკარგეთ. საითაც არ უნდა გაიხედო,თითქმის ყველა სკოლაში არის ერთი ენჯეოშნიკი,ზოგგან დირექტორები არიან საერთოდ. ამიტომაც არ მჯერა ქოცების არაფერი,თორე მსგავსი კანონები ძალიან კარგია. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს ამბავია რა. არსებობს ასეთი ნაშრომი "რაც ჩანს და რაც არ ჩანს",რომელიც ლიბერტარიანელის დაწერილია,თუმცა კარგად ასახავს მთავრობების მოქმედებებს ანუ მთავრობის ერთი ხელი რას განახებს და მეორე რა მავნებლობას სჩადის. მთელი ეს დრო,ვცდილობ რო გავარკვიო ქოცების მეორე ხელი რას მავნებლობს,რაღაც იდეები მაქვს,მარა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. ყველამ უნდა წაიკითხოს ეს ნაშრომი,ძალიან კარგია და ბევრი რამეს სხვანაირად შეახედებს ადამიანს.
22 მაისი, 13:52
კი, ნამდვილად. როცა არგუმენტი არა აქვთ ეგრევე ილიას გიხსენებენ რუსეთში სწავლობდაო. ილია ილია იყო, საქართველოსთვის კოლოსალური საქმის გამკეთებელი კაცი.
ერეკლეს ვერ იტანენ "გეორგიევსკის ტრაქტატის" გამო "პროდვინუტები", არა და სხვა გამოსავალი არც ჰქონდა დიდ ერეკლეს.
ერეკლეზე, რომ იტყვის მოღალატეაო, იქ მთავრდება ნებისმიერის ქართველობა, ერუდიცია და განათლება.
კრწანისის ბრძოლაში ჩემი დიდი ბაბუა იბრძოდა, რომელიც თბილისში აფხაზ ძუძუმტესთან და ამალასთან ერთად იყო ჩასული ჩემთვის უცნობ საქმეზე.
ომის დაწყებისთანავე ჩაერთო ომში და მძიმედ დაჭრილი აფხაზმა ძუძუმტემ გამოიყვანა ბრძოლის ველიდან, მთელი მისი ამალა იქ ჩაიხოცა. ზუგდიდის დადიანის სასახლე-მუზეუმში დაცულია მისი ჯაჭვის პერანგი, რომელსაც შუბის ნაკვალევი ორ ადგილზე ეტყობა.
მართლმადიდებლობის დაშლა-განადგურებაა დასავლეთის იდეაფიქსი, ურწმუნო საზოგადოება ადვილი სამართავია.
მართულია მთელი ეს კამპანია დიდი ერეკლეს და ეკლესიის წინააღმდეგ, თან დააკვირდით ვინ ებრძვის ან ერთს ან მეორეს?-საზოგადოების ცნობილი სახეები, რომლებსაც დასავლეთი აფინანსებს.
22 მაისი, 13:39
ქვემოთ დავწერე სოფელიც მაქვს მეთქი! ჩემი სოფლის მიმდებარედ 2 უზარმაზარი ჩაის მეურნეობა იყო, ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული, საქართველოში სიდიდით და წარმადობით ყველაზე დიდი ჩაის ფაბრიკა მუშაობსა 24 ცვლიან რეჟიმში, ახლა არც ჩაია რომელსაც სპეციალური ტრაქტორები კრეფდა და ფაბრიკის ადგილზე ფაბრიკას კი არა რკინის ნატეხსაც ვერ ნახავთ.
ჩაის ადგილზე მოცვი გააშენეს, რამაც წყლის ჭაბურღილების გაკეთება მოითხოვა რამაც პრაქტიკულად საკმაოდ წყალუხვი მდინარე დააშრო.
12 ჩაის ფაბრიკა იყო ქალაქსა და რაიონში, ერთერთის დირექტორი ბიძაჩემი იყო, სადღაა ფაბრიკები, საძირკველიც კი "კოდალებით" დაამტვრიეს და არმატურები ამოიღეს გასაყიდად.
გაფეტიშება ხდება ილიას სახელის(არაფერს ვერჩი ილიას) და გითხრათ რატო აკეთებენ ამას? იმიტო რუსეთებში ქონდა დამთავრებული სწავლა და თავის თავს იგულიანებენ,მათაც მოსკოვებში აქვთ ნასწავლი და ამით პატრიოტობანას თამაში უფრო უადვილდებათ. რატომ ვახსენე ილია,ისიც კახეთიდან იყო და ის ყველას უყვარს კახეთში,თუმცა ერეკლეს სახელთან ახლოსაც ვერ მიდის. მით უფრო რო ეკლესიამ მართალი უწოდა და წმინდანად აღიარა. ხალხის მეხსიერებაში არის გადმოცემები და ცოცხალი ისტორიები ერეკლეზე,რაც ერეკლეს სახელს უკვდავყფს. როგორც ავღანელებმა იციან გადმოცემები დავით ულუს შესახებ და ინახავენ ან ინგუშები ინახავენ ქართველებთან ურთიერთობის ამბავს,ესეა იქაც. ერეკლე მთელი საქართველოს საამაყო მონარქი იყო იმ პერიოდში და მით უფრო კახელების. არსებობს გადმოცემები რო უბრალო ხალხთან უშუალო კაცი იყო,არ ქონდა ის აზროვნება რო ის ბატონისშვილი იყო და მეფე. ეს ზღვარი მოარღვია და ამიტომაც სძულდათ მაშინდელ თავადებს,ამიტომაც უღალატეს ქვეყანას და ერეკლეს. ასევე,ამბობენ რო ერეკლეს ერთ დაძახებაზეც არა,მზერაზეც კი მთელი კახეთი ფეხზე დგებოდაო. ამ დროს კი,მიდის კამპანია და ქართველებისთვის სულში ჩაფურთხების მცდელობა. ჯერ გმირი მეფე გვიგინეს,ახლა სარწმუნოებას აგინებენ და რა იქნება ხვალ? იმას არ ვიტყვი რო თავგადაკლული მორწმუნე ვარ და არასდროს გამიკრიტიკებია საპატრიაქო,თუმცა ეკლესია და საქართველო განუყოფელი იყო.
მერე თვითონ ხალხიც ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე,არ ცდილობენ ქართული პროდუქციის შეძენას მასიურად,ისედაც ცოტა მწარმოებელია,თუმცა რაც არის ისინიც სულ ღაფავენ. იმიტო რო ყველა საშუალება არის მომართული იქეთკენ რო გააბანძოს ქართული,მიზანმიმართულად მიდის კამპანია ამის და ქვეყნისთვის ძირ გამომთხრელი საქმიანობა. ჩაი ვახსენე და ამბობდნენ,თურმე ქართული ჩაი უხარისხო იყო და არის,რაც ტყუილია და მაინც იგივეს აკეთებენ. ასე კლავენ ამ დარგს და ასე მოხდება ყველაფერში,თუ ქვეყანა არ გამოფხიზლდა. ქართველი იმიტო არ გადაშენდა და მოაღწია აქამდე რო თავისის სიყვარული არ დავიწყებია. თუ მას წაართმევ სარწმუნობეას ან გაუთახსირებ,ვენახს ააჩეხინებ,მაშინ ის ქართველი აღარ იქნება. სხვას კი არაფერს აკეთებდა რუსეთი,როცა სარწმუნოებას აცლიდა ქვეყანას,ხრუშოვმა ვენახის აჩეხვა გვირჩია და სიმინდის მოყვანა,უფრო ადრე შაჰ-აბასმა გაანადგურა და ეს ხალხი საქართველოს მტრები იყვნენ,ხოლო ახლა რატომ გახდნენ საქართველოს მეგობრები? გასაგებია და მეც მანდ ვარ რო საპატრიაქოში ბევრი პრობლემა არის,თუმცა ეს ჩვენი მოსაგვარებელია და ვიღაც გათხოვილი კაცი არ უნდა გკარნახობდეს რაღაცას. ერეკლემ სწორად გათვალა თავის დროზე,სარწმუნოების ერთობა იყო ის რაც უნდა გამოეყენებინა ქართველ ერს და გამოიყენა კიდეც. გამათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდში იყვნენ სასულიერო პირები და ეს იყო ის რაც ერეკლეს სწამდა. თუმცა დადის ბერძენიშვილი და ბავშვებს ასწავლის რო მოღალატე იყო. მე წარმოშობით კახეთიდან ვარ და ეს მხოლოდ კახელების ამბავი არ არის,თითქოს ერეკლე მარტო კახეთის იყოს. სადაც მოინდომა ჩასვლა არსად არ შეუშვეს კახეთში და სხვაგან? დაგულაობენ სხვაგან და არავის რეაქცია არ აქვს,ეს არის ერის დეგრადაცია. კაცმა 60 წელი ხმალი იქნია საქართველოსთვის და მისი დაკნინება სახელის დაკნინება მიდის,ამაზე რა უნდა იყოს ქვეყნის რეაქცია? აქ საუბარი მხოლოდ ბერძენიშვილზე არ არის,კოლექტიურ ბერძენიშვილებზე. კახეთი კი დაიცავს მის სახელს,არავის აგინებინებს მის პაპას(ასე ეძახიან ძირითადად კახეთში,ეს ცოცხალი მეხსიერების და გადმოცემის ამბავია.მოხუცი ერეკლეს ბრძოლის გამოა),მარა დღეს ერეკლეა და ხვალ ვინ იქნება?
ზუსტად,ეგრეა ყველაფერზე აბსოლიტურად. ეს ამბავი ყველამ იცის,თუმცა რაღაც შეზღუდვა არის,ფეხის გადადგმაც უჭირს საქართველოს მთავრობებს. როგორ დავიჯერო რო ამდენი ხნის მანძილზე ერთი კაცი არ გამოჩნდა მთავრობაში,ვინც სიტყვით მაინც იტყოდა ამას,თუმცა ყველამ იცის რო აზრი არ აქვს და ხმასაც არ იღებს. უფრო მეტს გეტყვით, ქართული ჩაი მთელ სსრკ ამარაგებდა და საკმაო ხარისხსაც დებდნენ,ხოლო ახლა ეს მიმართულება გადაშენების პირას არის.ქართველები თურქეთში დადიან ჩაის საკრეფად,აქ აზერბაიჯანული ჩაის მიაქვს ყველაფერი და სხვა ქვეყნებიდანაც შემოდის ეს პროდუქცია. თუნდაც კახეთი ავიღოთ,ყურძენზე საშინელებები ხდება,დანახარჯს ვერ ინაზღაურებს ზოგი და ამიტომაც ზრდიან რაოდენობას,რაც ხარისხს აფუჭებს.როგორ შეიძლება უგრადუსო და გრადუსიანი,ხარისხიანი და უხარისხო ყურძენი ერთი ფასი ღირდეს? თუმცა ეგრე ღირს და კახელებს ორი ვარიანტი რჩებათ,ან გაჩეხონ მასიურად ან ხარისხი გააფუჭოს. კახელს ვენახის გაჩეხვას ყველაფერი ურჩევნია,ამიტომაც ხარისხს აფუჭებს. ვერ ნახავ კახელს ვინც ამით ამაყობს,თუმცა სხვა გამოსავალი არ არის და მიყვებიან დინებას. ერთი პერიოდი ქონდათ ბუმი ქინძმარაულის ჯიშის ყურძენზე,ადამიანებმა ჰექტრობით ჩაყარეს,თუმცა ორი წელია ხარჯის ამოღებას ვერ ახერხებენ. სხვა გზა არ რჩება,ერთ დღესაც აჩეხავენ და სხვა რამეს გააკეთებენ,რაც მომგებიანია. ერთადერთი რაც ასეთუისე გამოსწორდა არის ატმის ფასიც და ადამიანები წლეში გასწორდენენ. ეს უპირველესად რუსული ბაზრის გახსნის გამო მოხდა.ზოგიერთმა,სესხი აიღო და მაცივრები გააკეთა,რითაც ფულს შოულობს. ღმერთმა არ ქნას და რამე რო მოხდეს,უამრავი ადამიანი გაიჭედება.
21 მაისი, 13:33
გეთანხმებით. სოციალურ დახმარებაზე "დაკიდეს" ხალხი როცა ჰექტარობით მიწა დაუმუშავებელია. სოფელიც მაქვს 15 ტონა ციტრუსი დავკრიფეთ გასულ შემოდგომაზე, მთელ რეგიონში საკონსერვო ქარხანა არაა, სად უნდა წაიღო?
აზერბაიჯანელები ჩამოდიოდნენ და ისინიც არ ჩამოსულან გასულ წელს.
ახალციხელი კაცი გავიცანი გზაზე შემთხვევით, საბურავს უცვლიდა სატვირთო მანქანას და დავეხმარე. აღმოცნდა, რომ ციტრუსის საყიდლად იყო ჩამოსული, 10 ტონა წაიღო ახალქალაქელ სომხებზე ყიდდა.
10 რეისი მოასწრო, მეზობელს ბიჭს ვთხოვე და ის დაყვებოდა უხარისხო ციტრუსი, რომ არ მიეცა ვინმეს.
არა და ქართული ბაზარი სავსეა უცხოური ციტრუსით, რომელიც შხამქიმიკატებითაა გაჯერებული და ქართული ციტრუსის ნახევარი სიტკბოც არა აქვს.
მეტსაც გეტყვით, 3 ტონა თხილი სახლში დამილპებოდა, რომ არა ბავშვობის მეგობარი რომელსაც თხილის ქარხანა აქვს და ჩინეთში გააქვს თხილის გული და დაფნა. 1 ლარით მეტი მომცა ვიდრე სხვა ქარხნები იხდიდნენ.
ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრშია სოფელი ცაიში, სადაც ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი იყო, კურორტმა ჭირი წაიღო, სამაგიეროდ თერმული წყალს მოსახლობა იყენებს და მთელი წლის განმავლობაში ტონობით კიტრი, პომიდორი და ბოსტნეული მოჰყავთ, სულ თურქებს გააქვთ, სამაგიეროდ ზუგდიდის ბაზარში აბაზანის ღრუბელივით თურქული კიტრი და შიგნით მწვანე და გარეთ წითელი თურქული კიტრი და პომიდორი იყიდება, რომელიც საწამლავია პრაქტიკულად და მერე გვიკვირს, საიდან ამდენი სიმსივნეო!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10