x
image
თორ ნიკე
კრეატივი
რამდენად დიდია სამყარო?
1
რამდენად დიდია სამყარო?
ორიგინალი სურათი
20
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
20
  
2023, 1 მარტი, 12:33
ზოგს მიაჩნია, რომ მეცნიერებს დიდი ღვაწლი კი აქვთ შეტანილი ყველა სფეროს კვლევაში და მიღწევაში რაც კი კაცობრიობას მიუღწევია დღემდე, მაგრამ რაც დაფარულია კაცობრიობისათვის მეცნიერება იქ უსუსურიაო.
სინამდვილეში, რაც დაფარული იყო და რისი გარკვევაც სრულიად წარმოუდგენელი და მიუღწეველი ჩანდა, ბევრი რამ უკვე გაარკვია მეცნიერებამ. მაგალითად 6 საუკუნის წინ გვეგონა, რომ დედამიწაზე მხოლოდ ევრაზია და აფრიკა იყო კონტინენტები. არ ვიცოდით ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის არსებობა. ასევე გვეგონა, რომ მზე მოძრაობდა დედამიწის გარშემო და არა პირიქით. სულ რაღაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ გვეგონა, რომ ჩვენი გალაქტიკა იყო ერთადერთი გალაქტიკა სამყაროში და მის იქით სრული სიცარიელე სუფევდა, მაგრამ 1910-იანი წლებიდან გავარკვიეთ, რომ მის იქით კიდევ 2 ტრილიონამდე გალაქტიკაა. 1980-იან წლებამდე გვეგონა, რომ ყველაფერი მხოლოდ ეს იყო და ამის იქით სრული სიცარიელე სუფევდა, მაგრამ გაირკვა, რომ თურმე ეს მხოლოდ უმცირესი რეგიონია სამყაროსი და ჩვენ მიერ დაკვირვებადი სამყაროს მიღმა კიდევ მინიმუმ 15 მილიონჯერ დიდი სივრცეა ასეთივე ასობით მილიარდი გალაქტიკით თითოეულ ჩვენხელა სივრცის ნაწილში. ახლა უკვე საუბარია უფრო დიდ რაღაცაზე, რასაც ტეგმარკის მეორე ტიპის მულტივერსი ეწოდება და რაზეც გია დვალიც მუშაობს, რასაც იმედია დაამტკიცებს და პირველი ქართველი ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდება.
0 1 1
Iberian treasure / იბერიული საგანძური
ჩვენება: 2
ავტორი: თორ ნიკე
გურულები
ჩვენება: 11
ავტორი: თორ ნიკე
Colchian treasure / კოლხური საგანძური
ჩვენება: 3
ავტორი: თორ ნიკე
ხევსური
ჩვენება: 4
ავტორი: თორ ნიკე
სვანები
ჩვენება: 3
ავტორი: თორ ნიკე