ჟანრი სიუჟეტი თესლი, რომელიც მდედრის საშოს ანაყოფიერებს, ამით ამთავრებს თავის საქმეს და წყვეტს მოქმედებას 31 ოქტომბერი 2022, 06:35:27 ![]() მერე საქმეში ერევა სხვა მიზეზი და ასრულებს ჩანასახის განვითარებას. რითი დაიწყო და რად იქცა! ჩვილი ხარბად წოვს ძუძუს, შემდეგ კი უკვე სხვა მიზეზი იწყებს მოქმედებას და აყალიბებს შეგრძნებებს, მისწრაფებებს, მოკლედ, სიცოცხლეს, ძალმოსილებას და ცოცხალი ორგანიზმის სხვა თვისებებს, მერე რამდენს და რამდენნაირს! მიიქეც ამ მისტიური ქმნადობისა და ფარულად მოქმედ მიზეზთა ჭვრეტად, ისევე როგორც სხეულთა ქვედამზიდველ თუ ზეაღმტაც ძალას უმზერ; მაგრამ არა ხორციელი თვალით, არამედ ხედვის სულ სხვა ორგანოთი. 10 1-ს მოსწონს 1-ს არა
10
|
|