x
image
თუთიკო ბერძენა
კრეატივი
"შენ არასდროს გაივლი"
3
"შენ არასდროს გაივლი"
საფეხბურთო კლუბის " ლივერპულის" ჰიმნია სიმღერა «You'll never walk alone». ეს სიტყვები ამოიტვიფრა მეზღვაურმა ენდი გრანტმა. ავღანეთში გაგზავნილი გრანტი ნაღმზე აფეთქდა, რის გამოც აუცილებელი გახდა ფეხის ნაწილობრივი ამპუტაცია. ოპერაციისას ტატუ ისეთ ადგილზე გადაიჭრა, რომ გრანტს ფეხზე დარჩა სიტყვები: «You'll never walk» ( "შენ არასდროს გაივლი"). თუმცა ამ ფაქტს ვეტერანმა იუმორით შეხედა და ფეხის პროთეზით სპორტულ შეჯიბრებებშიც კი მონაწილეობს. წყარო: http://marikaberdzenadze.blogspot.com
ორიგინალი სურათი
9
შეფასება არ არის
საფეხბურთო კლუბის " ლივერპულის" ჰიმნია სიმღერა «You'll never walk alone». ეს სიტყვები ამოიტვიფრა მეზღვაურმა ენდი გრანტმა. ავღანეთში გაგზავნილი გრანტი ნაღმზე აფეთქდა, რის გამოც აუცილებელი გახდა ფეხის ნაწილობრივი ამპუტაცია. ოპერაციისას ტატუ ისეთ ადგილზე გადაიჭრა, რომ გრანტს ფეხზე დარჩა სიტყვები: «You'll never walk» ( "შენ არასდროს გაივლი"). თუმცა ამ ფაქტს ვეტერანმა იუმორით შეხედა და ფეხის პროთეზით სპორტულ შეჯიბრებებშიც კი მონაწილეობს.




წყარო: http://marikaberdzenadze.blogspot.com
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
9
  
2021, 11 აპრილი, 15:56
კი, მივხვდი, რომ ფეხბურთის დიდი ფანი ხართ :) მადლობა ასეთი დეტალური ინფორმაციისთვის
2021, 11 აპრილი, 8:15
უკვე მიხვდებოდით,რომ ფეხბურთის ქომაგი ვარ :) ეხლა ბასკებზე გეტყვი,ჯერ რო ჩვენი მონათესავე ხალხია და მეორეც,ბევრი ისეთი საფეხბურთო ისტორიაა,რომელიც პოლიტიკასაც შეეხება. არის ასეთი კლუბი "ბილბაოს ატლეტიკი". ეს გუნდი არის ისეთივე,როგორც სსრკ დროს თბლისის დინამო იყო. ამ გუნდში მხოლოდ ბასკები და ბასკური წარმომავლობის ხალხი თამაშობს,რაც განაცხადია დამოუკიდებლობის ბრძოლაში,ფაქტიურად ეროვნული ნაკლების თემა,მათ სტადიონს "სან მამესი" ქვია და ადგილობრივები კათედრალსაც ეძახიან. სულ სამი გუნდია ესპანეთში,რომლებიც არ გავარდნილან უმაღლესი ლიგიდან,რეალი,ბარსა და ბილბაო. ჩემის აზრით,ამ ხალხს მართლა ეკუთვნით დამოუკიდებლობა,რადგან განსხვავებული ხალხია თავისი სიხისტით და ემოციურობით,რაც ჩვენს ნათესაობას ხაზს უსვავს კიდე ერთხელ.

ირლანდიაზე გითხარით კიდევ,ამ ხალხმა იბრძოლა და დამოუკიდებლობა მოიპოვა,ის არ შედის ბრიტანეთის სამეფოს დაქვემდებარებაში. ამბობენ,რომ ქართველებს ძალიან ჰგვანან მენტალიტეტით,დასაფასებელი ერია. შოტლანდიელებს უმტკივნეულოდ შეეძლოთ გადაეწყვიტათ დამოუკიდებლობის საკითხი,მაგრამ კომფორტი არჩიეს. როგორც მახსოვს 52% ხმა მისცა ბრიტანეთში დარჩენას. ნეაპოლელებზე სხვა დროს მოგიყვები :)

პ.ს. არავინ მოგწონსო და მოგიყევი,რატო ვაფასებ ამ ერებს
2021, 11 აპრილი, 8:02
მარტო ლივერპულის ჰიმნი არ არის,დორტმუნდიც იყენებს,სელტიკიც,მიტდულანდი და ბევრი სხვაც. უბრალოდ,პოპულარული გახდა ლივერპულით,შენკლი-პეისლის ლეგენდარული გუნდით.

ჩემი ფავორიტი კლუბია ლივერპული და ზოგადად,ამ ქალაქის მცხოვრებლები მაგარი ხალხია. იყო დრო,რომელსაც პეისლის ლეგენდარული გუნდის ეპოქა დავარქვათ. ამ პერიოდში,4ჯერ მოიპოვეს ჩემპიონთა თასი და 1985 მეხუთე ტიტულზეც გაიწიეს,მაგრამ უბედური შემთხვევის გამო და გულშემატკივარის დაღუპვის გამო დაგლიშს და კამპანიას ნაკლებად ადარდებდა ის ფინალი და მისი შედეგი. ლივერპული დადანაშაულეს იმ ტრაგედიაში და ინგლისური გუნდები მოკვეთეს ევრო ტურნირებიდან.ასევე,1989 წელს ჰილსბროს ტრაგედია მოხდა და 96 ლივერპულის ფანი დაიღუპა,ეს იყო ბოლო წვეთი იმ ლეგენდარული გუნდისთვის.

ეხლა რატო ვაფასებ ამ ხალხს,ჯერ კიდევ ტეტჩერის დროს ავიწროებდნენ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს,სწორედ მას მერე ამბობენ,რომ ლივერპულელები არ არიან ბრიტანელები და ისინი არიან სქაუზერები. ნახსენები 1989 წელს მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავედ სცნეს ლივერპულის ფანები და გამომცემლობამ "სანმა" ათასი საზიზღრობა დაწერა ამ ხალხზე. დღემდე,არცერთი ლივერპულელი არც ფეხბურთელი,არც მწვრთნელი და არც ქალაქის მცხოვრები(ევერტონის ფანებიც) ბოიკოტს უცხადებს ამ გამომცემლობას. დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ,სამართლიანობა მოიპოვეს და გაამართლეს ლივერპულის გულშემატკივრები. ფაქტია,რომ ევერტონის და ლივერპულის ფანები დაპირისპირებულები არიან ატეული წლებია,დაარსების დღიდან,მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ერთამენეთის გვერდზე იდგნენ. კიდევ უამრავი მიზეზია,მაგრამ ეს არის ძირითადი. ქართველებსაც არ გვაწყენდა ასეთი ერთიანობა. თითქოს დამოუკიდებლობა ყველას უნდოდა,მაგრამ ერთმანეთი დაჭამეს და მტერს შეეკრენ.
0 1 3
კლეოპატრა
ჩვენება: 3
ავტორი: თუთიკო ბერძენა
დემონი
ჩვენება: 2
ავტორი: თუთიკო ბერძენა