შავ თეთრი Georgian Warrior / ქართველი მეომარი 8 იანვარი 2021, 00:39:01 Kingdom of Georgia - 1008-1490 AD.
Georgian warrior in the 12th-13th centuries.
საქართველოს სამეფო - 1008-1490 წწ.
ქართველი მეომარი. მე-12-13 საუკუნეში. ორიგინალი სურათი 4 1-ს მოსწონს Georgian warrior in the 12th-13th centuries. საქართველოს სამეფო - 1008-1490 წწ. ქართველი მეომარი. მე-12-13 საუკუნეში.
4
|
|
ე.წ. ზღვის ხალხები, რომლებმაც გაანადგურეს ხეთების სამეფო და ძვ.წ. მეორე ათასწლეულის ბოლოს შეცვალეს პალესტინა, მცირე აზიის პოლიტიკური მდგომარეობა. ზღვის ხალხების მოგერიება მხოლოდ ეგვიპტელებმა შეძლეს ზღვასა და ხმელეთზე გამართულ სისხლისმღვრელ ომებში. ეგვიპტეს ძვირად დაუჯდა მათი მოგერიება.ზღვის ხალხებმა ააწიოკეს ქანაანიც და იქ პატარა სამეფოები დაარსეს. მომავალში მათ მდიდარი სამეფო შექმნეს და შემდგომში იქ დამკვიდრებული ებრაელების დაუძინებელ მტრებად იქცნენ. ამ ტომს ფილისტიმიელები ეწოდება.
ზღვის ხალხებმა ეგვიპტის საზღვრებს პირველად ძვ. წ. აღ. 1243 წელს - ფარაონ მერნეპტაჰის მეფობისას - მიაღწიეს. მათ შორის იყვნენ შერდანები, შაკალაშები, ტურშები და აქაიავაშები (აქაველები?). ზღვის ხალხები ლიბიელებთან შევიდნენ კავშირში და დაეხმარნენ კიდეც 1219 წელს დელტაზე თავდასხმის დროს, თუმცა, მოხუცებულმა ფარაონმა მიგდოლის კონცხთან ისინი უკუაქცია.
ძვ. წ. 1173 წელს ფარაონ რამზეს III-ის მიერ საზღვაო და სახმელეთო ბრძოლებში დარბეული ზღვის ხალხები ტომებად დაიშალნენ და ხმელთაშუაზღვისპირეთის აუთვისებელ ტერიტორიებზე დასახლდნენ. PLST (პელასგებისა თუ ფილისტიმელების) ტომი, რომელიც ომის ხელოვნებით იყო ცნობილი, ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქანაანში, სავარაუდოდ, ფარაონის ნებართვით, დასახლდა და ტერიტორიას (ტომის სახელისგან) პალესტინა ეწოდა. ისინი დიდი ხნის მანძილზე ვაჭრობდნენ რკინით და ფარაონებთან დაქირავებულ მებრძოლებად მსახურობდნენ, სანამ ისრაელმა რეგიონზე კონტროლი არ დაამყარა. პელასგების ნაწილი ეგეოსის რეგიონში დარჩა, სადაც ბერძნებთან მოუხდათ ასიმილირება არაუგვიანეს 5 საუკუნისა ჩვენს ერამდე. პელასგთა უკანასკნელი სამოსახლოები არსებობდა ლემნოსზე, თუმცაღა, ძველბერძენი ისტორიკოსების გადმოცემით, წინათ ისინი მთელ საბერძნეთში სახლობდნენ, საიდანაც კრეტასა და მცირე აზიაში გადადიოდნენ.
შვეიცარიელმა მეცნიერებმა, ებერჰარდ ცანგერის ხელმძღვანელობით, წამოაყენეს ჰიპოთეზა «ნულოვანი» მსოფლიო ომის შესახებ. მათი აზრით, ჩვენთვის ცნობილი 2 მსოფლიო ომების წინ, კიდევ ერთი მსოფლიო ომი იყო.
I და II მსოფლიო ომების გარდა, დედამიწაზე კიდევ ერთი მსხვილმასშტაბიანი შეტაკება მოხდა — ე. წ. «ნულოვანი ომი», წერს New Scientist, შვეიცარიელი მეცნიერების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ხსენებული კონფლიქტი, დაახლოებით, 3, 2 ათასი წლის წინ, ძვ. წ. XII-XIII საუკუნეში უნდა დაწყებულიყო. მსოფლიო ისტორიაში, იმ დროის მოვლენები, ცნობილია როგორც «ზღვის ხალხების შემოსევა». დაპირისპირებაში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებთან მიმდინარეობდა, მონაწილეობდნენ ეგეოსის ზღვვის აუზში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ტომები ე. წ. «ზღვის ხალხები» (მათ შორის: გარამანტები, სიკულები, ფილისტიმელები, ფრიგიელები და ეტრუსკები - ვიკიპედია) და სამხრეთის ცივილიზაციები: ძველი ეგვიპტე და ხეთების იმპერია. «ნულოვანი ომის» საკვანძო მომენტი ტროას ომი იყო – ასე თვლის თანამედროვე ისტორიკოსების ერთი ნაწილი. მათი აზრით, სწორედ ტროას ომმა (ზუსტი თარიღი უცნობია. სახელდება: 1198 – 1188; 1194 – 1184 და 1240 – 1230 წლები), უფრო სწორედ, მისმა დასრულებამ, გამოიწვია «ზღვის ხალხების» მიგრაცია სამხრეთის რეგიონებში. მათ მიზანი ხანგრძლივი ომით დასუსტებული რეგიონების დაპყრობა იყო.