ღმერთმა კაცობრიობას ყველაზე რთული და შეუძლებელი გზა - მასთან მიახლოვება გაუადვილა. ეს იესო ქრისტეს - თავისი ძის, მსხვერპლად შეწირვით გააკეთა, რადგანაც ყველაზე მეტად რაც თითოეულ ადამიანს სჭირდება, ეს არის ღმერთან დაახლოვება და ჭეშმარიტების შემეცნება. იესომაც თქვა, რომ ბედნიერი ის ადამიანია, რომელიც სულიერ წყურვილს გრძნობს(მათეს 5:3), რადგან მისი დაკმაყოფილების სურვილი უჩნდება და იწყებს ჭეშმარიტების ძიებას. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო დამხმარე ბიბლიაა, რომელიც მარტივი, ყველასათვის გასაგები ენით დაიწერა და დღესაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანისათვის.