ფლორა და ფაუნა ძერას შესახებ 14 იანვარი 2020, 15:55:03 ![]() ძერა ყველაზე უვნებელია ფრინველთა შორის, იგი არასოდეს ზიანს არ მიაყენებს იმას, რასაც ადამიანი თესავს, რგავს ან აძოვებს. იკვებება მხოლოდ ლეშით, არ კლავს და არ ვნებს არც ერთ ცოცხალ არსებას, ხოლო ფრინველს მკვდარსაც კი არ მიეკარება თვისტომობის გამო. ეს მაშინ, როცა არწივი, ბუ და ქორი თავიანთ მოძმეთაც კი მტრობენ. გარდა ამისა სხვა ფრინველები თვალში გვეჩხირებიან, ძერა კი ძვირად სახილველია, ძნელად თუ ვიპოვით კაცს ვინც მის ბარტყებს წაწყდომოდეს. ორიგინალი სურათი 30 1-ს მოსწონს
30
|
|