კრეატივი აკისა 11 აპრილი 2019, 08:05:51 "იყო დრო, აკისა თუშეთის ველებზე დანავარდობდა, მთის მდინარესავით ღონიერი თმა მზეზე ულაპლაპებდა და ხიბლავდა ყველას, ხორციელსა თუ უხორცოს. მხოლოდ ერთი ზნე სჭირდა - ვიღაცას აიკვიატებდა და იქამდე არ ცხრებოდა, სანამ გულს არ ამოაცლიდა. შეშფოთებულმა ღვთაებებმა კოშკზე საგულდაგულოდ მიაბეს და ახლა, შეიძლება დალანდოთ ჩაფიქრებული დემონი, რომელზეც ზოგი ამბობს, ეგ მხოლოდ გულქვებზე ნადირობდა და ხელში რომ ქვას ათამაშებს, იმის გულია, ლამაზმანი აქამდე ვინც მიიყვანაო." ავტ: დათო სიმონია ორიგინალი სურათი 4 2-ს მოსწონს
4
|
|