კრეატივი თუში მონათესავე სულები 11 აპრილი 2019, 07:56:05 "სადღაც, ცხრა მთისა და ცხრა წყლის იქეთ, უდრტვინველი სიჩუმისა და უშფოთველი სიზმრების სოფელში, მეზობელ სახლებში სძინავთ მონათესავე სულებს. ხანდახან იღვიძენებ, ერთმანეთს უსიტყვოდ ეხუტებიან და სიახლოვით გულდადინჯებულები, აგრძელებენ ძილს. თუ რომელიმე სახლის კედლიდან ქვა ჩამოვარდება, მეზობელი აუცილებლად ახალი ქვით გაამაგრებს, მონათესავე სულის სამყოფი რომ არ ჩამოეშალოს. ასე, მოკრძალებულად ფშვინავენ და ხარობენ ერთმანეთთან სიახლოვით." ავტ: დათო სიმონია ორიგინალი სურათი 10 2-ს მოსწონს
10
|
|