არიული რასა — მე-19 და მე-20 საუკუნეების ერთ-ერთი ნავარაუდევი რასობრივი ჯგუფის სახელწოდება. ამ ტერმინით ძირითადად აღიწერებოდნენ ევროპისა და დასავლეთი აზიის მკვიდრი ხალხები. იდეა მომდინარეობს პროტო-ინდოევროპელი ხალხების თეორიიდან და იმ მოსაზრებიდან, რომ დღესდღეობით მათი სუფთა სისხლის შთამომავლები, კავკასოიდური რასის ყველაზე მეტად გამორჩეულ და განსაკუთრებულ ქვერასას ქმნიან.